ამერიკელი ხალხი საქართველოში COVID-19-ის დასამარცხებლად დამატებით 5.4 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ კომერსანტს ორგანიზაცია USAID Georgia-დან აცნობეს. ეს არის გრანტი , რომლის ფარგლებში Zinc Network-თან თანამშრომლობით, შემუშავდება სოციალური რეკლამები, იდეორგოლები, რომელიც დაამსხვრევს მოსახლეობაში არსებულ ვაქცინაციასთან დაკავშირებულ მითებს და ვაქცინის დადებით მხარეებზე ისაუბრებს, ასევე საზოგადოებას მიაწოდებს ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას ვაქცინაციის შესახებ.
მალე ცნობილი გახდება დამატებითი პროგრამების და სანდო საერთაშორისო პარტნიორების შესახებ, რომლებიც ხელს შეუწყობენ უსაფრთხო და ეფექტურ ვაქცინებთან წვდომას. პროგრამები ორიენტირებული იქნება მოწყვლად და მიუწვდომელ ადგილებში მცხოვრებ მოსახლეობაზე, რაც საქართველოს მოსახლეობას დაეხმარება COVID-19-ის შემთხვევების პრევენციაში, დროულ დადგენასა და აღმოფხვრაში. საქართველოს მოსახლეობის და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის მიზნით ამერიკელი ხალხი COVID-19-ის დასამარცხებლად ახალი პროგრამებისთვის 5.4 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს, - აცხადებენ USAID Georgia-ში.