„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ დირექტორის თქმით, სახელმწიფო კლინიკების რაოდენობა უნდა გაიზარდოს

„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ დირექტორის თქმით, სახელმწიფო კლინიკების რაოდენობა უნდა გაიზარდოს

access_time2022-08-28 10:00:00

ქართული სამედიცინო სექტორისთვის მთავარი გამოწვევა დაფინანსებაა. ამის შესახებ „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო დირექტორი ირაკლი გოგოხია გამოცემა The economist-თან საუბარში აცხადებს.


,,ამერიკული ჰოსპიტალი თბილისისთვის“ მნიშვნელოვანია ამერიკული დონის სამედიცინო სტანდარტების დამკვიდრება საქართველოში და ეს უნიკალური პროექტიც, რომელიც აშშ-ისა და საქართველოს მთავრობებს შორის, კერძო ინვესტორის თანამონაწილეობით დაიგეგმა, ამ მიზნის მიღწევას ემსახურება. ჩვენ გვსურს, გავხდეთ ლიდერები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე რეგიონში და შევქმნათ ერთგვარი მულტისერვისული, გამორჩეული სამედიცინო ჰაბი. ჰოსპიტალმა სრულად ფუნქციონირება 2021 წლის ოქტომბერში დაიწყო, თუმცა, რამდენიმეთვიანი ოპერირების შემდეგ, მომხმარებელს უკვე ვთავაზობთ უსაფრთხო და ხარისხიან მკურნალობას საუკეთესო გარემოში, გამორჩეული პროფესიონალებით. ჩვენი გუნდი, ძირითადად, დაკომპლექტებულია ახალგაზრდა ექიმებით, რომელთა უმრავლესობას სხვადასხვა უცხოურ ქვეყანაში აქვს გავლილი ე.წ. ფელოუშიპი, ან რეზიდენტურის პროგრამა. მათი ცოდნისა და გამოცდილების დამსახურებით, ჩვენ მომხმარებლისთვის არაერთი სერვისის მიწოდება შეგვიძლია,“- აცხადებს გოგოხია.


მისი თქმით, „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ აერთიანებს რამდენიმე ექსელენს-ცენტრს, ესენია: ტრავმა-ორთოპედიული, ნეიროქირურგიული, ონკოლოგიური, მინიინვაზიური, პედიატრიული და გულსისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრები. 183 საწოლზე გათვლილ ჰოსპიტალში ყველა პალატა მოწყობილია საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით, რათა პაციენტის უსაფრთხოება და კომფორტი თანაბრად უზრუნველვყოთ და ავიყვანოთ უმაღლეს ნიშნულამდე.


„შესაძლებლობები, რომლებიც ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისს“ აქვს, რა თქმა უნდა, დიდი დაფინანსების დამსახურებაა. ქართული სამედიცინო სექტორისთვის, ძირითადად, სწორედ დაფინანსებაა მთავარი გამოწვევა.



აშშ-ის შემთხვევაში, გარდა კერძო სადაზღვევო სექტორის შესაძლებლობებისა, თავად სახელმწიფოც ზრუნავს სერვისის მიმღებსა და გამცემს შორის ფინანსური საკითხის მოგვარებაზე. ერთ სულ მოსახლეზე ამერიკის შეერთებულ შტატებში $17 000 იხარჯება ყოველწლიურად, მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი საქართველოში 1000 ლარს არ სცდება. თუ იკითხავთ, როგორია მდგომარეობა ქართულ სამედიცინო სექტორში, გიპასუხებთ, რომ საკმაოდ პრობლემურია არსებული მოცემულობა. ჩვენთან ბაზარი არაბუნებრივადაა გაჯერებული. კლინიკების რაოდენობა საკმაოდ დიდია, მომართვიანობა კი − დაბალი. მაგალითად, მილიონ-ნახევრიან თბილისში, საშუალოდ 100-საწოლზე გათვლილ ჰოსპიტლებში საწოლფონდის ნახევარი მუდმივად გამოუყენებელი რჩება. ამას კი ორი მიზეზი აქვს: უპირველეს ყოვლისა, მრავალი ახალი კერძო კლინიკის გახსნა, რომლებიც არა სიახლეების შემოტანაზე, არამედ არსებულის ადაპტირებაზეა გათვლილი. მეორე მხრივ კი, არასწორი მენეჯმენტი. ხორციელდება საკმაოდ დიდი ინვესტიცია, ხოლო ამოღების შესაძლებლობა ნაკლებია. ეს, თავის მხრივ, ართულებს რეინვესტირების პროცესს. არადა, საქართველოს მსგავს პატარა და ნაკლებად მსყიდველუნარიან ქვეყანაში ფინანსები ძალიან საჭიროა. ამის გარეშე რთულია ექიმების დატრენინგება, ახალი აპარატურის შეძენა, ან თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. ისეთი მუდმივად განვითარებადი სფეროსთვის კი, როგორიც მედიცინაა, მსგავსი ცვლილებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამ პრობლემის მოგვარების გზად სახელმწიფო კლინიკების რაოდენობის ზრდას მივიჩნევ,“ – აღნიშნავს ირაკლი გოგოხია.


ის იხსენებს გასული საუკუნის 90-იანი წლების შემდეგ პერიოდს, როცა ხელისუფლებამ საკუთარ ბალანსზე არსებული ჰოსპიტლები სრულად გადასცა კერძო სექტორს და ფაქტობრივად, შეუქცევადი გახდა მათი დომინირება ბაზარზე. დღეს კი სახელმწიფო კლინიკების რაოდენობა 5%-ს არ სცდება.


„ვფიქრობ, თუ იარსებებს სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მეტი სამედიცინო დაწესებულება, გაიზრდება თამასა. მეორე გამოსავალი მაღალ ხარისხზე, გამორჩეულ სერვისსა და სწორ მენეჯმენტზე ორიენტირებაა. მაშინ, როცა ონკოქირურგიის, კარდიოქირურგიისა თუ ნეიროქირურგიის მსგავს მაღალტექნოლოგიურ სერვისებზე მოთხოვნა 10-ჯერ მცირეა, ვიდრე შესაბამისი სერვისის მიმწოდებელი კლინიკების რაოდენობა, კონკურენციასთან გამკლავების მთავარ საშუალებად საუკეთესო ხარისხის მიწოდება მესახება. რა თქმა უნდა, ხარისხი შესაბამის ფინანსებს მოითხოვს, თუმცა კლინიკებისთვის, სადაც დიდი ინვესტიციაა დაბანდებული, ხარისხზე ზრუნვა ერთადერთი სწორი მიდგომაა. სწორედ ასე შეიძლება კონკურენციის დაძლევა და ადამიანების მოზიდვა. ×ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ სწორედ ამაზეა ორიენტირებული.


ჩვენი მიზანია, არა მარტო გავხდეთ ლიდერები ჯანდაცვის სექტორში, არამედ გავიაროთ Joint Commission International (JCI)-ის სრული აკრედიტაცია, რის შემდეგ, ჩვენი სახით, საქართველოში ამოქმედდება პირველი გლობალური მასშტაბის ჰოსპიტალი, რომელიც JCI-ის დონის გავლენიანი ორგანიზაციის აკრედიტაციას მიიღებს. ჩვენი მისიაა, ვიხელმძღვანელოთ საერთაშორისო სტანდარტებით, მედიცინის უახლესი მიღწევებით, ინოვაციებით, და შევქმნათ პაციენტზე ორიენტირებული მომსახურება. ამასთან, ვისწავლოთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად და უზრუნველვყოთ ამ ცოდნის დანერგვა. შესაბამისად, მომავალს ასე ვხედავთ: დავეხმაროთ საქართველოს ჯანდაცვის სისტემას ევოლუციაში, პაციენტების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის გზით და გავხდეთ საიმედო სერვისის მიმწოდებლები,“- განაცხადა „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო დირექტორმა.


jandacva.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up