ამერიკული ქარხნები, რომლებიც დიდი წარმატების მუხედავად, დღეს მიტოვებულია

ამერიკული ქარხნები, რომლებიც დიდი წარმატების მუხედავად, დღეს მიტოვებულია

access_time2021-11-14 10:30:06

ამერიკაში, მე -20 საუკუნის დასაწყისში შუა დასავლეთის ქალაქები ყვაოდა. მზარდ საწარმოო ინდუსტრიაში საკმაოდ ბევრი სამუშაო ადგილი იყო. უამრავ ქარხანაში ავტომობილებით დაწყებული, საყოფაცხოვრებო ნივთებით დამთავრებული, თითქმის ყველაფერი ადამიანის ხელით მზადდებოდა.

თუმცა, მალევე ახალმა ტექნოლოგიებმა და იაფმა შრომამ წარმოების სახე შეცვალა, ხოლო ქარხნები ისეთ ქვეყნებში გადაიტანეს, სადაც შედარებით იაფი მუშახელი არსებობდა.

წარმოგიდგენთ ამერიკის შეერთებულ შტატებში აშენებულ გიგანტურ ქარხნებს, რომლებიც დღეს მიტოვებულია:

Ford Piquette Plant -ის ქარხანა, დეტროიტი, მიჩიგანი

დეტროიტი ოდესღაც ამერიკული საავტომობილო ინდუსტრიის ეპიცენტრი იყო. ეს ნაწილობრივ ჰენრი ფორდის დამსახურებაა, რომელმაც თავისი ქარხნები სწორედ ამ ქალაქში დააარსა. 1904 წელს აშენებული Ford Piquette Plant ქარხანა არის T მოდელის შექმნის ადგილი. ეს კი მსოფლიოში პირველი მასობრივი წარმოების მანქანა იყო.

Ford Piquette Plant ქარხანა გაშენებული იყო 3,1 ჰექტარზე. გამოიყენებოდა 355 ჩამოკიდებული განათება და გიგანტური ვენტილაციის სისტემა. ქარხანა 1901 წელს ხანძარმა გაანადგურა, თუმცა ინფრასტრუქტურა მალევე აღადგინეს.

1910 წლისთვის ქარხანა დღეში 100-ზე მეტ მანქანას აწარმოებდა. ფორდს სურდა, რომ უფრო დიდ ქარხანაში გადასულიყო, ამიტომ შენობა Studebaker- ს მიჰყიდა. საბოლოოდ შენობა ამორტიზირდა 1980-იან წლებში, როდესაც საავტომობილო კომპანიებმა დეტროიტი დატოვეს.

1998 წელს ჰენრი ფორდის მემკვიდრეობის ასოციაციამ დანგრევის პირს მისული შენობის აღდგენა დაიწყო, რასაც თითქმის 10 წელი მოანდომა. დღეს Ford Piquette Plant -ის ქარხანას მართავს Model-T Automotive Heritage Complex, Inc. ქარხანა ღიაა საზოგადოებისთვის, როგორც მუზეუმი და საგანმანათლებლო ცენტრი.

Armour Meat ქარხანა, აღმოსავლეთ სენტ ლუისი, ილინოისი

ილინოისს ძლიერი ინდუსტრიული მემკვიდრეობა აქვს. მე -20 საუკუნეში ქარხანაში დასაქმებული იყო 25 000 ადამიანი და აწარმოებდა ქვეყანაში მოხმარებული ხორცის 82% -ს.


ქარხანა 1900 წელს ძმებმა ფილიპ და ჯოზეფ არმორებმა ააშენეს. ფილიპ არმორმა დააპროექტა შეკრების ხაზები ცხოველების დასაკლავად და ააშენა 12 000 ადგილიანი სარკინიგზო ვაგონების ფლოტი მაცივრებით. ეს საშუალებას აძლევდა გადაეტანა პროდუქცია შორ მანძილებზე გაფუჭების გარეშე. ის ცდილობდა გამოეყენებინა მის მიერ მოკლული ცხოველების ყველა ნაწილი. იყენებდა ქვეპროდუქტებს წებოსთვის, კოსმეტიკური საშუალებებისთვის და სასუქისთვის.

მეორე მსოფლიო ომში Armour Meat ქარხნის მუშაობა შეფერხდა. მოგვიანებით იგი ტურისტულ ატრაქციონად გადაიქცა. 1950-იან წლებში, არმორმა მუშაობა საბოლოოდ შეწყვიტა, 2016 წელს კი დაანგრიეს.

Fisher Body Plant 21, დეტროიტი, მიჩიგანი

Fishers იყო ამერიკული მანქანის ინდუსტრიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ოჯახი. მათ 1800-იანი წლების შუა პერიოდიდან ააშენეს ეტლები ცხენებისთვის, ხოლო 1900 წლიდან ავტომობილების წარმოებაში ჩადეს დიდი ინვესტიცია.

1919 წელს კომპანია ქარხანასთან ერთად General Motors- მა იყიდა. 1950-იან წლებში ქარხანამ შეიცვალა სახელი და Cadillac ეწოდა.

მას შემდეგ, რაც დეტროიტიდან თითქმის ყველა საწარმო გავიდა, ქარხანაც მიატოვეს. დღეს კომპანია შენობის განახლებისთვის დეველოპერებს ეძებს.

Chevrolet Plant, ინდიანას შტატი

მე -20 საუკუნის დასაწყისში ინდიანას შტატში საავტომობილო ინდუსტრია ყვაოდა. ქარხნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იყო Chevrolet. Chevrolet-Muncie ქარხანა იყო ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოო ადგილი ამ მხარეში, სადაც უამრავი ადამიანი იყო დასაქმებული.

დროთა განმავლობაში კომპანიას პრობლემები შეექმნა, მათ შორის იყო მუშების გაფიცვები და სხვა ფინანსური კრიზისები, რამაც ხელმძღვანელები აიძულა ქარხნები დაეხურათ. 2006 წელს, დახურულ შენობებს შორის მოხვდა Chevrolet-Muncie ქარხანა.

Packard Plant, დეტროიტი, მიჩიგანი

Packard Automotive Plant ამზადებდა ძვირადღირებულ მანქანებს Packard Motor Car Company-სთვის და Studebaker-Packard Corporation-სთვის. 4 მილიონი კვადრატული ფუტის ფართობის ქარხანა 40 ჰექტარ მიწაზე აშენდა.

1950-იანი წლების ბოლოს ქარხანას პრობლემები შეექმნა, კონკურენციას ვერ გაუძლო და 1956 წელს კომპანია დაიშალა. ქარხნის შენობა კი ორი წლის შემდეგ ბოლო თანამშრომელმაც დატოვა. ახლა მიტოვებული შენობა 5 მილიონ დოლარად იყიდება.

წყარო: lovemoney.com,  bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up