ენგურჰესში ციფრული მმართველობა ინერგება

ენგურჰესში ციფრული მმართველობა ინერგება

access_time2023-04-04 11:30:36

ენგურჰესში ციფრული მმართველობა ინერგება. ამ მიზნით, ენგურჰესს ავსტრიული კომპანია „ვერბუნდის“ წარმომადგენლები ეწვივნენ. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, უცხოელმა სპეციალისტებმა თაღოვანი კაშხლის ტერიტორია დაათვალიერეს, აქ არსებულ ნაგებობებს დეტალურად გაეცნენ და ორგანიზაციაში მოქმედი ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემის დონის შესაფასებელი სამუშაოები ჩაატარეს.


„გლობალურ სამყაროში ციფრული ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ვითარდება. ჩვენ კი ამ ინიციატივით საწარმოს მართვის პროცესს ვამარტივებთ, რათა მოხდეს ყველა იმ რისკის გადაზღვევა, რაც ადამიანურ ფაქტორზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, დაგეგმილია ენერგეტიკული ბირჟის გაშვება. შესაბამისად, რეფორმების ამ ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ ივაჭრებს და რა სტრატეგიით წავა კომპანია. ამასთანავე, ის რისკები, რომლებიც დაკავშირებულია ამინდის პროგნოზთან, ჰიდროლოგიასა და საწარმოო-ტექნიკურ მდგომარეობასთან, ციფრული მმართველობით გადაზღვეული იქნება,“- განაცხადა ენგურჰესის კომერციულმა დირექტორმა ირაკლი შენგელიამ.


ციფრული მმართველობის დანერგვისთვის საჭირო ტექნიკური დავალების გასაწერად, ავსტრიელი ექსპერტების ძირითად ამოცანას ენგურჰესის საკონტროლო სისტემის შემოწმება და საოპერაციო სამსახურის წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაციის მიღება წარმოადგენს. 



„მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩვენ უნდა გავცეთ რეკომენდაციები, რომლებიც ჰესის უფრო ეფექტური ფუნქციონირებისთვის არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ვმუშაობთ ქართულ კომპანია „იუჯითისთან“ ერთად, რომელთა მოწვევითაც აქ ვიმყოფებით. ამ ვიზიტის მიზანია საოპერაციო სისტემის პერსონალთან გასაუბრება, რათა მივიღოთ ყველა ის ინფორმაცია თუ ცოდნა, რაც სიტუაციის შეფასებისთვის გვჭირდება. აქ პირველად ვარ და ვხედავ, რომ ეს არის ძალიან დიდი საწარმო, რომელიც მონიტორინგის სისტემის სრულ პაკეტს მოითხოვს და ამ პროცესში ძალიან ბევრი ტექნიკური აღჭურვილობაა ჩართული,“ - განაცხადა ავსტრიული კომპანია „ვერბუნდის“ საკონსულტაციო და მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვილფრიდ რაიხმა.

„აღნიშნული პროექტი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. პირველ რიგში, ეს არის ენგურჰესში ინფორმაციული ტექნოლოგიების დონის შეფასება. კერძოდ, რა დონეზე და რა სახის ტექნოლოგიებია აქ გამოყენებული, რამდენად უპასუხებს ის თანამედროვე მოთხოვნებს, რა შესაძლებლობა გვაქვს იმისა, რომ გამოვიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიები, რომ მართვა უფრო ეფექტური გავხადოთ და წარმოების ხარისხი გავაუმჯობესოთ. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მონაცემების მიღება სხვადასხვა სენსორიდან ეფექტურად და სწრაფად მოხდება, შესაბამისად, რეაგირების ხარისხი და დრო გაუმჯობესდება. ეს კი ელექტროენერგიის გამომუშავებაზე პირდაპირ აისახება და რაც მთავარია, საშუალებას მოგვცემს, გრძელვადიანად დავგეგმოთ სარემონტო სამუშაოები, სწრაფად მივიღოთ ინფორმაცია, რამე პრობლემა ხომ არ აქვს რომელიმე დანადგარს და ა.შ. ვინაიდან ენგურჰესი ბაზარზე გასვლას აპირებს, ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია დაგეგმვისა და ანალიტიკის ნაწილი,“- განაცხადა ტენდერში გამარჯვებული კომპანია „იუჯითის“ ბიზნეს განვითარების დირექტორმა ზურაბ მაღრაძემ.


აღსანიშნავია, რომ 2022 წლის დეკემბერში გამოცხადდა ტენდერი, რომელიც ენგურჰესის ციფრულ მმართველობაზე გადასვლას ითვალისწინებდა. ეს ინიციატივა მოიცავს 3 ეტაპს: 1. არსებული სიტუაციის აუდიტი, ანალიზი და ტექნიკური პარამეტრების განსაზღვრა, 2. შესაბამის მოწყობილობებთან ერთად პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა და 3. ციფრული მმართველობის დანერგვა.


აღნიშნულ ტენდერში გაიმარჯვა შპს „იუჯითიმ“, რომლის ქვეკონტრაქტორიც არის ავსტრიული კომპანია „ვერბუნდი“ (მისი 51%-ის მფლობელია ავსტრიის სახელმწიფო).  სწორედ ამ პროექტის პირველი ეტაპის განხორციელების მიზნით ჩამოვიდნენ ავსტრიელი ექსპერტები საქართველოში. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში სამუშაო და გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილესთან, რომეო მიქაუტაძესთან. უცხოელი სპეციალისტები  აფხაზეთის ტერიტორიაზე, სოფელ საბერიოშიც იმყოფებოდნენ. ავსტრიელი ექსპერტები ადგილზე განთავსებული ელექტრო და მექანიკური მოწყობილობების მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up