NCDC-ის გათვლებით, ოქტომბრის ბოლომდე ქვეყანაში მილიონნახევარი დოზა „ფაიზერი“ იქნება

NCDC-ის გათვლებით, ოქტომბრის ბოლომდე ქვეყანაში მილიონნახევარი დოზა „ფაიზერი“ იქნება

access_time2021-07-13 12:30:00

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, წელს, ოქტომბრის ბოლომდე, ქვეყანაში, დაახლოებით, მილიონნახევარი „ფაიზერი“ იქნება.


როგორც გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა, „ფაიზერის“ ადმინისტრირებისთვის ქვეყანა სერიოზულად ემზადება და ამცრელი ბრიგადების რაოდენობა აგვისტოში 300-მდე გაიზრდება.


„გიდასტურებთ, რომ უახლოეს დღეებში შემოვა „ფაიზერი“, თუმცა, სანამ თვითმფრინავი არ დაჯდება, თარიღს ვერ გეტყვით. მალე იქნება „ფაიზერის“ გარკვეული დოზები. რაც მთავარია, ეს იქნება პირველი პარტია, ამას მოყვება მეორე, მესამე პარტია სწრაფად და წელს ჩვენი გათვლებით ოქტომბრის ბოლომდე, დაახლოებით, მილიონნახევარი დოზა „ფაიზერი“ გვექნება. მოსახლეობაზეა დამოკიდებული, რამდენად აქტიური ვიქნებით. სერიოზულად ვემზადებით „ფაიზერის“ ადმინისტრირებისთვის. მოხდა იმ კლინიკების გადამზადება, სადაც „ფაიზერის“ ადმინისტრირება მიდიოდა, იმას ემატება კიდევ, დაახლოებით, 150-მდე ბრიგადა. 32 ბრიგადა აწარმოებდა „ფაიზერის“ ადმინისტრირებას. ეს ძალიან სწრაფად, ივლისის ბოლოს 150-მდე და აგვისტოში 300 ბრიგადამდე ადის“, - განაცხადა გამყრელიძემ.



ამასთან, ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ „ჩვენ დღეს ვაქცინის ხარჯვის დეფიციტი არ გვაქვს“.


„საკმარისი რაოდენობით ვაქცინებია ქვეყანაში. დევს ნახევარი მილიონი „სინოფარმი“, ნახევარი მილიონი „სინოვაკი“, რამდენიმე დღეში შემოვა კიდევ „სინოვაკის“ დოზები. პარასკევს შემოვიდა 43 ათასი „ასტრაზენეკა“, რომელიც „კოვაქსით“ უნდა შემოსულიყო ივნისში. მინდა საზოგადოებას მივმართო, რომ პირველი დოზით ვინც იყო „ასტრაზენეკათი“ აცრილი, ახლა შეუძლიათ აცრა, მე-4 კვირის შემდეგ. საერთაშორისო კვლევებით დადგენილია, რომ უკეთესი იმუნიტეტი ყალიბდება 8-12 კვირის პერიოდში ვაქცინაციისას. „ასტრაზენეკა“ კიდევ შემოვა ქვეყანაში.


დღეს ადმინისტრირება ხდება ქვეყანაში 4 ვაქცინის - „ფაიზერი“ (დღევანდელი 6 ათასიდან, 5 ათასი იყო „ფაიზერით“), შემდეგ მოდის „ასტრაზენეკა“, „სინოვაკი“. ძალიან მინიმალური დოზები გვაქვს „ფაიზერის“ დარჩენილი, რითაც იცრებიან ჩვენი სტუდენტები, რომლებიც მიდიან უცხოეთის უნივერსიტეტებში, რადგან ამ უნივერსიტეტების კამპუსებზე ითხოვენ სწორედ „ფაიზერით“ ან „მოდერნათი“ აცრას“, - განაცხადა გამყრელიძემ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up