ამირან გამყრელიძე - დადებითი შემთხვევების 90-95%-ში უკვე „ომიკრონის“ შტამი ცირკულირებს

ამირან გამყრელიძე - დადებითი შემთხვევების 90-95%-ში უკვე „ომიკრონის“ შტამი ცირკულირებს

access_time2022-02-01 15:20:00

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის "ომიკრონის" შტამი აქტიურად ცირკულირებს. გამყრელიძის განმარტებით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია ომიკრონის 1754 ფაქტი, საიდანაც 1184 შემთხვევა შეისწავლეს. მისივე თქმით, 1184 პაციენტიდან 3 გარდაიცვალა. ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა მხოლოდ 38 ადამიანს. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 1184-დან 14%-ის შემთხვევაში რეინფიცირება დადასტურდა.


„ყველა დადებითი შემთხვევის 90-95%-ში უკვე „ომიკრონის“ შტამი ცირკულირებს. ლაბორატორიულად დადასტურებულია 1754 „ომიკრონის“ შემთხვევა. აქედან შესწავლილია დეტალურად 1184 შემთხვევა. 1184 შემთხვევიდან 50% იყო ორჯერ ვაქცინირებული და 14%-ში გვაქვს რეინფიცირება, ანუ ადამიანი, ვისაც მანამდე ჰქონდა „დელტა“, დაემართა „ომიკრონი“. ამ 1184-დან 38-ის შემთხვევაში გახდა ჰოსპიტალიზაცია საჭირო. 1184-დან 3-ის შემთხვევაში გვქონდა გარდაცვალება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იანვრის განმავლობაში ან დეკემბრის მეორე ნახევარში „ომიკრონისგან“ გარდაიცვალა მხოლოდ 3 ადამიანი, იმიტომ რომ ეს გახლავთ ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებზე,“ - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.


მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში მზარდია, ჰოსპიტალურ სექტორზე დატვირთვა არ იმატებს.



„ეპიდსიტუაციის ყველა მაჩვენებელი, როგორიცაა დადებითობა, ინციდენტობა, რეპროდუქციის ინდექსი, გახლავთ გაზრდილი, მაგრამ ჯერჯერობით მძიმე შემთხვევების რაოდენობა კლინიკებში და ასევე, დატვირთვა, როგორც ინტენსიურზე, ისე რეანიმაციაზე არ იმატებს, ისევე როგორც ჰოსპიტალურ სექტორზე. ძირითადი დატვირთვა არის ლაბორატორიულ და ამბულატორიულ სექტორზე. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქვეყანაში 164 000 აქტიური შემთხვევა გვაქვს, სისტემა მუშაობს და უძლებს,“ - აღნიშნა გამყრელიძემ.


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ვაქცინაციის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდა.


ipn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up