ამირან გამყრელიძე - დღევანდელი და გუშინდელი მონაცემები დაახლოებით იმეორებს იმას, რაც გვქონდა ნოემბრის დასაწყისში

ამირან გამყრელიძე - დღევანდელი და გუშინდელი მონაცემები დაახლოებით იმეორებს იმას, რაც გვქონდა ნოემბრის დასაწყისში

access_time2021-07-21 13:30:29

საშიშროება სერიოზულია, ეპიდსიტუაცია უარესდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ჩვენ შევდივართ ძალიან სერიოზულ ტალღაში.

„დღევანდელი და გუშინდელი მონაცემები დაახლოებით იმეორებს იმას, რაც მაისში პიკზე გვქონდა და რაც ნოემბრის დასაწყისში. ამიტომ ეს ყველამ უნდა გავითავისოთ და დავიცვათ რეკომენდაციები, პირველ რიგში კი გამოვიყენოთ პირბადე ყველა დახურულ შენობაში - მოეშვა ხალხი. ასევე, შემოდის რეგულაცია, რომ ღია სივრცეებში, სადაც ვიკრიბებით 5-6 ადამიანი, ყველას უნდა გვეკეთოს პორბადე და მთავარი, ყველა წავიდეთ და ავიცრათ! ქვეყანაში არის ვაქცინების საკმარისი რაოდენობა და იქნება კიდევ მეტი ოდენობა, რომ დღეში 15-20 ათასი ადამიანი აიცრას, ამიტომ ყველა უნდა წავიდეთ და ავიცრათ! დღევანდელი ეპიდსიტუაციის გაუარესებას გააჩერებს ორი რამ - წესების დაცვა, რომ ცოტა ხანს თავი შევიკავოთ ქორწილებზე, ჭირის სუფრებზე, დიდ დაბადების დღეებზე, თავშეყრებზე, კონცერტებზე და ავიცრათ ყველა. თუ ამას გავაკეთებთ, აღარ გაუარესდება სიტუაცია. ამ სიტუაციას გინდა მე-4, მე-5 ან მე-7 ტალღა დაარქვით, ფაქტია, რომ ჩვენ მესამე ტალღა რომ გადავიარეთ, მაისის 17 -ში გვქონდა პიკი, მერე მოვდიოდით ქვემოთ. 26 ივნისიდან დაიწყო გაუარესება და დღეს სერიოზულად არის გაუარესებული.


ყველა მოვდუნდით, საზოგადოება მოდუნდა, ამიტომ, მესმის, შევდივარ მდგომარეობაში, ზაფხულია, ყველას უნდა გარეთ ყოფნა, სიარული, რესტორანში დაჯდომა, მეორე მხრივ, 26 ადამიანი მოკვდა 24 საათის განმავლობაში. უნდა ვიყოთ მეტად სოლიდარული. თუ ასე გაგრძელდა გაუარესება, დაავადება კონტროლის ცენტრი შევა საბჭოში რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრების რეკომენდაციით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up