ამირან გამყრელიძე - ჯერჯერობით მაინც ვუფრთხილდეთ ვირუსს, რამეთუ კორონავირუსი ისეთი ვერაგი აღმოჩნდა, რომ სიურპრიზებს უმზადებს კაცობრიობას, რომლის წინასწარ განჭვრეტა ადვილი არ არის

ამირან გამყრელიძე - ჯერჯერობით მაინც ვუფრთხილდეთ ვირუსს, რამეთუ კორონავირუსი ისეთი ვერაგი აღმოჩნდა, რომ სიურპრიზებს უმზადებს კაცობრიობას, რომლის წინასწარ განჭვრეტა ადვილი არ არის

access_time2022-03-22 12:50:00

კორონავირუსი ისეთი ვერაგი ვირუსი აღმოჩნდა, რომ სიურპრიზებს უმზადებს კაცობრიობას, რომლის წინასწარ განჭვრეტა ადვილი არ არის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ქვეყანაში ეპიდვითარება დასტაბილურებულა, თუმცა, მოსახლეობამ სიფრთხილე მაინც უნდა გამოიჩინოს.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში დასტაბილურდა. ყველა მაჩვენებელი, რაც ეპიდსიტუაციისთვის არის დამახასიათებელი - ახალი შემთხვევების რაოდენობა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ასევე ბოლო ორი კვირის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი 5%-ს არის ჩამოცილებული, რეპროდუქციის ინდექსი 0,47 გვაქვს დღეს და უკვე კარგა ხანია ინარჩუნებს 1-ზე დაბალ ნიშნულს. ასევე, ყველაზე მძიმე ინდიკატორი - სიკვდილიანობა, ივნის-ივლისის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, 7 გვაქვს. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტუაცია სტაბილიზირდება, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს, რადგან ჯერჯერობით გლობალურად ახალი შემთხვევების რაოდენობა მილიონზე ზემოთაა. სერიოზული ეპიდაფეთქებებია ჩინეთის სამხრეთ რეგიონებში, ასევე ჰონკონგში, სამხრეთ კორეაში და ევროპის რიგ ქვეყნებში - ავსტრიაში, შვეიცარიაში, დანიაში. მაგრამ ის, სადაც აცრის მაჩვენებელი მაღალია, იქ არის შემთხვევები, მაგრამ ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილიანობა არ იმატებს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძემ ასევე ისაუბრა პირბადის გარე სივრცეში ტარების ვალდებულების მოხსნაზე და აღნიშნა, რომ მისი რეკომენდაციაა, იქ, სადაც რამდენიმე ადამიანი იკრიბება მოსახლეობამ პირბადე გარე სივრცეშიც ატაროს.


„ჩემი საექიმო რჩევა იქნება, ჯერჯერობით მაინც ვუფრთხილდეთ ვირუსს, რამეთუ კორონავირუსი ისეთი ვერაგი ვირუსი აღმოჩნდა, რომ სიურპრიზებს უმზადებს კაცობრიობას, რომლის წინასწარ განჭვრეტა ადვილი არ არის. ბევრ ქვეყანაში ახალმა, ჰიბრიდულმა შტამმა დაიწყო ცირკულირება, რომელსაც „დელტაკრონს“, „დელტამიკრონს“ ეძახიან. არის ჯერჯერობით ათეული შემთხვევები, თუმცა, შესაძლებელია ეს გავრცელდეს. წინასწარი მონაცემები ამ შტამის ის არის, რომ „ომიკრონის“ თვისებები სჭარბობს და სწრაფად ვრცელდება. აქედან გამომდინარე, მთავარი რეკომენდაციაა, რომ უნდა ავიცრათ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up