ძალიან მკაცრი „ლოკდაუნი“, განსაკუთრებით მცირე ეკონომიკის ქვეყნებისთვის არ იქნება. ვცდილობთ, რომ ოქროს შუალედი იყოს კარგად ნანახი. ეს არის გზა, ეს არის ორიენტირი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამირან გამყრელიძის თქმით, ვაქცინაციის პროცესის დაწყების გამო მკაცრი „ლოკდაუნის“ საჭიროება აღარაა.
„მკაცრი ლოკდაუნები მართვისთვის უკვე აღარ განიხილება. მას შემდეგ, რაც შემოვიდა აცრა და ვაქცინაცია განიხილება ე.წ. ბალანსირებული მიდგომა. დღეს ბრიტანეთში, პორტუგალიაში, შვეიცარიაში და თურქეთში იზრდება ინფიცირებულების რაოდენობა, მაგრამ ქვეყანა არ ჩაუკეტიათ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
IPN.GE