ამირან გამყრელიძე - ერთიანი აზრია,  რომ თუ რამეს მივაღწიეთ ამ 3-კვირიანი შეზღუდვებით და გაფართოებული ტესტირებით, მერე უცბად წყალში არ გადავყაროთ

ამირან გამყრელიძე - ერთიანი აზრია, რომ თუ რამეს მივაღწიეთ ამ 3-კვირიანი შეზღუდვებით და გაფართოებული ტესტირებით, მერე უცბად წყალში არ გადავყაროთ

access_time2020-12-10 10:23:49

გავაკეთეთ რეზიუმე, შეზღუდვების დაწესების შემდეგ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის განვითარების, თუ რა მდგომარეობა გვაქვს დღეს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.


ამირან გამყრელიძემ ხაზი გაუსვა, რომ ყოველკვირეულად გაკეთდება კვირის შეფასება ეპიდსიტუაციის, ტესტირების, მდგომარეობის სამკურნალო ქსელში და შესაბამისად, მიიღება გადაწყვეტილებები.


„გვქონდა შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საკოორდინაციო საბჭოს წევრების და ასევე საერთაშორისო ექსპერტების, ჩვენი თანამემამულეების ამერიკის შეერთებული შტატებიდან, შვეიცარიიდან, ნორვეგიიდან და კიდევ რამდენი ქვეყნიდან, სადაც ჩვენი თანამემამულეები მოღვაწეობენ. გავაკეთეთ რეზიუმე, შეზღუდვების დაწესების შემდეგ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის განვითარების, თუ რა მდგომარეობა გვაქვს დღეს. ჯერ ცოტა ნაადრევია შეფასება, შეზღუდვების დაწესების შემდეგ გვაქვს უკვე რამე შედეგები, თუ არ გვაქვს. მოგეხსენებათ, რომ დაახლოებით 5-6 დღეა უკვე მკვეთრად გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს. გუშინ, 24 საათში, დაახლოებით 21 000 ტესტი ჩატარდა ქვეყანაში და ჯერჯერობით, ინფიცირების რიცხვი მერყეობს ისევ, შაბათ-კვირას დაახლოებით 3 500-ის ფარგლებში, დღეს და გუშინ გვაქვს 4 000-დან 5 000-ის ფარგლებში.


ასევე, ერთ-ერთი პოზიტიური ტენდენცია ჩანს, რომ ოდნავ დაკლების ტენდენცია აქვს დადებითობის მაჩვენებელს, მაგრამ ეს ყველაფერი, მოგეხსენებათ, სულ რამდენიმე დღის შედეგია და ამას ჯერჯერობით ვერ შევაფასებთ ხანგრძლივვადიან პერსპექტივაზე. ამიტომ, ყველა ჩამოვყალიბდით დაახლოებით და შევთანხმდით, რომ ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს და ყოველკვირეულად უნდა ვაკეთოთ კვირის შეფასება - ეპიდსიტუაცია, ტესტირება, მდგომარეობა სამკურნალო ქსელში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.



მისივე თქმით, საუბარი შეეხო საერთაშორისო მაგალითებს.


„მაგალითები იყო მოყვანილი იგივე ნორვეგიის, ფინეთის, შვეიცარიის, გერმანიის, სადაც სერიოზულად მკაცრდება წინა საახალწლო პერიოდში შემზღუდველი ღონისძიებები.


ერთიანი აზრია, რომ ვიყოთ ძალიან ფრთხილად, ვაფასოთ სიტუაცია მუდმივ რეჟიმში და გადაწყვეტილებები მივიღოთ ერთად, რა თქმა უნდა, იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ეპიდსიტუაციის მიმდინარეობა, რომ თუ რამეს მივაღწიეთ ამ 3 კვირიანი შეზღუდვებით და გაფართოებული ტესტირებით, მერე უცბად წყალში არ გადავყაროთ. იგივე, როგორც გვქონდა, მოგეხსენებათ, დიდი თავყრილობები, მაგალითად შავი პარასკევი რომ იყო რამდენიმე კვირის წინ, ის შედეგს იძლევა 2 კვირის შემდეგ, იგივე გახშირებული და მომატებული ახალი შემთხვევების ხარჯზე.


აქედან გამომდინარე, ძალიან ფრთხილი ნაბიჯები უნდა იქნას გადადგმული, უნდა ავწონ-დავწონოთ კარგად სიტუაცია, რომელიც გვექნება მომავალი 2 კვირის განმავლობაში, ყოველკვირეული შეფასები, ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ, საახალწლოდ, უფრო არ გაგვიუარესდეს ეპიდსიტუაცია ქვეყანაში“, - აღნიშნა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up