ამირან გამყრელიძე - „ფაიზერი“ გავიკეთე ხალხის დასარწმუნებლად, ბევრი ჭორია, რომ ქვეყანაში არსებულ „ფაიზერს“ ვადა გაუვიდა, ვაქცინას მისი გამოშვებიდან ვადა აქვს ცხრა თვე

ამირან გამყრელიძე - „ფაიზერი“ გავიკეთე ხალხის დასარწმუნებლად, ბევრი ჭორია, რომ ქვეყანაში არსებულ „ფაიზერს“ ვადა გაუვიდა, ვაქცინას მისი გამოშვებიდან ვადა აქვს ცხრა თვე

access_time2021-11-12 12:20:00

„ფაიზერი“ გავიკეთე ხალხის დასარწმუნებლად, ბევრი მოარული ჭორია სოციალურ მედიაში, რომ ქვეყანაში არსებულ „ფაიზერს“ ვადა გაუვიდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ის „ფაიზერის“ ვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზით აიცრა.


მისი თქმით, „ფაიზერის“ ვაქცინას მისი გამოშვებიდან ვადა აქვს ცხრა თვის განმავლობაში.



„სპეციალურად გავიკეთე „ფაიზერი“, რადგან ხალხი დავაწმუნო, ბევრი მოარული ჭორია სოციალურ მედიაში, რომ ქვეყანაში არსებულ ფაიზერს ვადა გაუვიდა და ასე შემდეგ. მინდა, განვაცხადო, ზოგადად აგვისტოს შემდეგ, აგვისტოში იყო ეს დადგენილება „ფაიზერისა“ და ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის, რომ „ფაიზერი“, რომელიც წლის პირველ ნახევარში ადმინისტრირდებოდა, დაშვებული იყო „ფაიზერის“ ექვსთვიანი ვადა. ასევე იცით, რომ „ფაიზერი“ ინახება -60-დან -90 გრადუს ტემპერატურაზე. გამოლღობის შემდეგ იყო, რომ ხუთ დღეში უნდა გამოგეყენებინა ჩვეულებრივ ტემპერატურაზე. აგვისტოში თვითონ „ფაიზერმა“ და მარეგულირებლებმა შეცვალეს რეკომენდაციები და შესაბამისად, „ფაიზერს“ ვადა აქვს უკვე მისი გამოშვებიდან ცხრა თვე, თუ ინახება -60-დან -90 გრადუს ტემპერატურაზე. გამოლღობის შემდეგ შეგიძლიათ, გამოიყენოთ 30 დღის განმავლობაში, ჩვეულებრივ მაცივრის ტემპერატურაში, 2-დან 8 გრადუსამდე. დღეს დაახლოებით 900 ათასამდე დოზა „ფაიზერია“ ქვეყანაში. აქედან უმრავლესობას, დაახლოებით 700 ათას დოზას ვადა აქვს მარტის ბოლომდე. ნაწილს ვადა აქვს თებერვლის ბოლომდე და იანვრის ბოლომდე. ამიტომ, საკმარისია დოზები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up