ამირან გამყრელიძე - კერძო და საჯარო სკოლებში დასაქმებულთა ვაქცინაციის მაჩვენებელი 70%-ის ფარგლებშია, 100% არსად არაა

ამირან გამყრელიძე - კერძო და საჯარო სკოლებში დასაქმებულთა ვაქცინაციის მაჩვენებელი 70%-ის ფარგლებშია, 100% არსად არაა

access_time2021-09-13 15:50:00

100%-იანი ვაქცინაციის მაჩვენებელი არსად არის, მათ შორის არც კერძო სკოლებში. გასულ კვირას როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში ჩვენ შევისწავლეთ აცრის მაჩვენებელი და 100% არსად არის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


მისივე თქმით, საჯარო და კერძო სკოლებს შორის ვაქცინაციის მაჩვენებელი მკვეთრად არ განსხვავდება. როგორც მან აღნიშნა, ორივე ტიპის სასწავლო დაწესებულებებში ეს მაჩვენებელი 70%-მდე მერყეობს.


„ოქტომბერში სწავლა აუცილებლად უნდა დაიწყოს და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ადასტურებს თავის მზაობას, რათა სწავლა ადგილზე აღდგეს. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ სკოლებში აცრის მაჩვენებელი იყოს 80%. ამავე დროს, ანგარიშგასაწევი იქნება ისიც, რომ რამდენ ადამიანს ექნება გადატანილი ვირუსი, რაც შედის საერთო იმუნიტეტში. ვიტყვი იმასაც, რომ არამხოლოდ მასწავლებლები, არამედ მშობლებმაც კეთილი უნდა ინებონ და ოჯახის დანარჩენ წევრებთან ერთად აუცილებლად უნდა გაიკეთონ ვაქცინა. მხოლოდ ამ შემთხვევაში განიხილება სწავლის აღდგენა და ის აუცილებლად უნდა აღდგეს კლასებში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


ამასთან, მან საზოგადოებას განათლების სფეროში ვაქცინაციის სტატისტიკური მონაცემებიც მოახსენა.



„საჯარო სკოლების მთელი პერსონალის 55% მინიმუმ ერთი დოზით არის აცრილი, აქედან სრულად აცრილია 33%. პედაგოგების მინიმუმ ერთი აცრის მაჩვენებელია 58%, საიდანაც სრულად აცრილია 36%. კერძო სკოლების პედაგოგებიდან მინიმუმ ერთ დოზით აცრილია 64%, ხოლო სრულად აცრილია 44%, საიდანაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია თბილისში - 70%.


სამწუხაროდ, ყველაზე დაბალია აცრის მაჩვენებელი სტუდენტებში. ჩვენ დავთვალეთ ბაკალავრებში, მაგისტრებსა და დოქტორანტებში ვაქცინაციის მაჩვენებელი და ის გახლავთ მხოლოდ 17%“, - აღნიშნა გამყრელიძემ.



ipn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up