კორონავირუსისგან მსოფლიომ ბევრი რამ ისწავლა, 2020 წელი განსაკუთრებულ წელი იქნება მსოფლიო ისტორიაში. ამ ვირუსმა სამყარო შეაზანზარა და შეარყია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.
„საქართველოში, კორონავირუსმა საზოგადოების ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებები და ძვრები გამოიწვია. გვასწავლა ერთი მხრივ ძალიან დიდი სოლიდარობა. მახსოვს გაზაფხულზე საზოგადოება როგორი სოლიდარული იყო - ყველამ ერთად უნდა დავძლიოთ ეს ვირუსი. მაშინ შიშველი ხელებით ვებრძოდით ვირუსს. ზოგს თავიდან ეს ვირუსი ჩვეულებრივი სურდო ეგონა, მერე ეგონათ ზაფხულში, დათბობასთან ერთად ვირუსი გაქრებოდა, არადა, თურმე ირკვევა, რომ ეს საკმაოდ ვერაგი რამაა. ახლა პოსტკოვიდური სინდრომი სერიოზული საკითხი გახდა. ამ ვირუსისგან ბევრი რამ ვისწავლეთ და სერიოზული გამოცდილება მივიღეთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge