ამირან გამყრელიძე – „მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ და მოვახდენთ გავლენას არა მარტო პანდემიის მიმდინარეობაზე, არამედ ერთად დავძლევთ სხვა მრავალ გამოწვევას“

ამირან გამყრელიძე – „მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ და მოვახდენთ გავლენას არა მარტო პანდემიის მიმდინარეობაზე, არამედ ერთად დავძლევთ სხვა მრავალ გამოწვევას“

access_time2021-12-29 17:00:00

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ცენტრის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდის საშუალებით კოლეგებს მიმართავს:



„ძვირფასო კოლეგებო, ახლოვდება 2021 წლის დასასრული და სანამ ახალი 2022 წელი შემოვა, მინდა კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი გასულ 12 თვეს. საკმაოდ რთული წელი იყო, პანდემია გრძელდება ბევრი სიურპრიზითა და მუდმივად ახალი გამოწვევებით მთელი მსოფლიოსა და მათ შორის საქართველოსთვისაც. ბევრ ადამიანს შეექმნა სხვადასხვა სახის პრობლემა, თუმცა უმეტესად ჯანმრთელობასა და სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებული. COVID-19-ის გამო სამწუხაროდ იყო პატარა ქვეყნისთვის საკმაოდ დიდი ადამიანური დანაკარგი, მათ შორის ჩვენს კოლეგებშიც და მსურს ღრმა სამძიმარი და თანაგრძნობა გამოვუცხადო თითოეული გარდაცვლილის ოჯახს, ჩვენს ქვეყანასა და სამედიცინო საზოგადოებას. გასული 12 თვის საქმიანობის შეჯამებით, მინდა თამამად ვთქვა, რომ ჩვენმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა, რომ გამოწვევებისთვის გაეძლო და მაღალი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით ემსახურა ქვეყნის მოსახლეობისთვის.



ჩვენ შევძელით ადაპტირება, კომპეტენციის ფარგლებში რთული საქმიანობის გაგრძელება და განვითარება. მსურს გამოვხატო მადლიერება და აღვნიშნო ჩვენი კოლექტივის, თითეული თქვენთაგანის შრომა, მონდომება და საქმისადმი ერთგულება, რისი მეშვეობითაც ცოდნა, გამოცდილება, რესურსები და დრო დაუთმეთ ჩვენზე დაკისრებული მისიის, ცენტრის ფუნქციების შესრულებას. მადლობა ერთობლივი მუშაობისა და 2021 წლის გამოწვევების გაზიარებისთვის. ასევე მადლობა თქვენი წვლილის შეტანისთვის COVID-პანდემიასთან ბრძოლის საქმეში. ეს ჩვენი ერთობლივი საქმეა და ყოველი მიღწევა თუ წარუმატებლობა ასევე საერთო და საზიაროა.




რეალობაა, რომ დამდეგ წელს მსოფლიო კვლავ პანდემიური რეჟიმით ხვდება. COVID-19-ის შესაძლო ახალი შტამები საფრთხეს უქმნიან მოსახლეობის ჯანმრთელობას, ამძიმებენ პანდემიის მიმდინარეობას და გარკვეულად აბრკოლებენ მისი დასრულებისთვის გაწეულ ძალისხმევას. პაციენტებს კიდევ უფრო შეზღუდული წვდომა აქვთ სამედიცინო სერვისებზე, მათ შორის ქრონიკული დაავადებების მქონეებს, როგორიცაა აივ, ტუბერკულოზი და კიბო. ჯანდაცვის სექტორის გარდა ბევრი გამოწვევა რჩება ეკონომიკის სფეროში, ისევე როგორც განათლების სექტორში და ჩვენი შვილები და შვილიშვილები აწყდებიან პრობლემებს, რომლებიც გავლენას მოახდენენ მათი მთელი ცხოვრების მანძილზე - რომ აღარაფერი ვთქვათ ფსიქიკური ჯანმრთელობის სირთულეებზე, რასაც ეს პანდემია უფრო მეტად ამძაფრებს. თუმცა ქვეყანა მუდმივად ცდილობს არსებულ გამოწვევებზე სწორ რეაგირებას. ჩვენი ცენტრი, დატვირთული წლის მიუხედავად, კვლავ მზადაა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს თავისი საქმიანობა და შეხვდეს ახალ გამოწვევებს. ჩვენ ყველამ ერთად 2022-ში უნდა ავცრათ ბევრად მეტი ადამიანი, შევასრულოთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, გლობალური ჯანმრთელობის მთავარი სამიზნეები, რამეთუ პანდემიის დასრულების მთავარი გზა გადის იმუნიზაციაზე. უნდა დავარწმუნოთ თითოეული მოქალაქე რომ ვიცრებით ერთმანეთისთვის, ვიცრებით ჩვენი ქვეყნისთვის - საქართველოსთვის, რათა მაქსიმალურად შევამციროთ კოვიდით გამოწვეული სიკვდილიანობა და ავადობის ტვირთი საზოგადოებაზე. ეს მოხდება, თუ საზოგადოება იქნება სოლიდარული და ყველა, ვისაც ჯანმრთელობის მხრივ უკუჩვენება არ აქვს, აიცრება.



მჯერა, 2022-ში მედიცინაში იქნება ახალი გარღვევები, მიღწევები, პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული წამლები, ახალი ვაქცინები, ახალი ტექნოლოგიები და მეცნიერების პროგრესი დაამარცხებს პანდემიას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ცენტრი კვლავ სერიოზულ როლს ითამაშებს ამ მოძრაობის/განვითარების პროცესში და ერთად გავიმარჯვებთ ჩვენი მოსახლეობის უკეთესი ჯანმრთელობისთვის.



მალე დადგება ახალი 2022 წელი და ჩვენ, ჩვენი გუნდით კიდევ მეტი შესაძლებლობა გვაქვს, რათა აღმოიფხვრას COVID-19-ით გამოწვეული ხარვეზები, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში განხორციელდეს სისტემური გაუმჯობესება და გრძელვადიან პერსპექტივაში გადაიჭრას არსებული გამოწვევები, მათ შორის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის მდგრადობა და გაუმჯობესება და როგორც გადამდები, ასევე არაგადამდები დაავადებების კუთხით, ჯანმრთელობის რისკებზე რეაგირების შესაძლებლობის გაძლიერება. მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ და მოვახდენთ გავლენას არა მარტო პანდემიის მიმდინარეობაზე, არამედ ერთად დავძლევთ სხვა მრავალ გამოწვევას.



დაე, დამდეგი 2022 წელი იყოს პანდემიის დასრულების, დიდი სოლიდარობის, თითოეული თქვენთაგანის უკეთესი ჯანმრთელობის, ბედნიერების, ბევრი სიხარულისა და გამარჯვებების მოტანის წელი ჩვენს ქვეყანასა და მსოფლიოში. გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და შობას! ღრმა პატივისცემითა და საუკეთესო საახალწლო სურვილებით“ – ნათქვამია ამირან გამყრელიძის განცხადებაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up