ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში „ომიკრონის“ აღმავალი ტალღაა, რომელიც 2-3 კვირის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს. ჯერ პიკი არ არის

ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში „ომიკრონის“ აღმავალი ტალღაა, რომელიც 2-3 კვირის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს. ჯერ პიკი არ არის

access_time2022-01-25 23:00:00

დღეს თუ გვაქვს ჩვენ 15 000 შემთხვევა, არ ნიშნავს რომ 15 000-ია. ეს არის რაც ლაბორატორიულად დადგინდა. ანუ, უნდა ვივარაუდოთ, რომ შემთხვევები სამჯერ მაინც მეტია. მაგრამ ჯერჯერობით, ჩვენი გათვლებით პიკზე არ გავსულვართ. ჯერჯერობით „ომიკრონის“ ტალღის ახალი, აღმავალი ტალღაა ქვეყანაში, რომელიც 2-3 კვირის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს. ჯერ პიკი არ არის, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძე ვარაუდობს, რომ კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გაიზრდება.



„მოსალოდნელია, რომ ზრდა კიდევ იყოს დადასტურებული შემთხვევების. ამის არაპირდაპირი მიმანიშნებელია დადებითობის მაჩვენებელი, რომელიც ყოველდღიურად დაახლოებით 20% გვაქვს. ასევე გაზრდილია ბოლო 7 და 14 დღის მაჩვენებელიც, რაც მიანიშნებს რომ „ომიკრონის“ ცირკულაცია ძალიან აქტიურია ქვეყანაში. ჩვენი გათვლებით ყველა დადებითი შემთხვევისა რაც ვლინდება არის „ომიკრონი“. მოგეხსენებათ ახლა გავრცელებულია 2 ქვე შტამი ომიკრონის და ორივეა საქართველოში დადასტურებული - BA1 და BA2, რომელიც უფრო სწრაფად ვრცელდება ვიდრე მისი წინამავალი; სწრაფად ვრცელდება, მაგრამ, ასევე პირველ შტამზე ნაკლებ აგრესიულია. თუ შევხედავთ იმ ქვეყნების გამოცდილებას, რომლებმაც უკვე გადაიარეს „ომიკრონის“ ტალღა, ვნახავთ, რომ ეს გრძელდება დაახლოებით 2-3 კვირა. ვფიქრობთ, რომ ეს კვირა და მომავალი კვირა უნდა იყოს შედარებით რთული.




შემთხვევათა რაოდენობა გაიზრდება, მაგრამ ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა ჯერჯერობით არ არის. სტაციონარიზაციაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად არ იზრდება. 1600 ლაბორატორიული შემთხვევიდან 1% იყო სტაციონარიზაცია და იქაც არ ყოფილა ინტენსიურ თერაპიაში მოხვედრის და ხელოვნური ვენტილაციის საჭიროება. მაგრამ, ამან არ უნდა გაგვათამამოს, რადგან რიცხვია ძალიან დიდი, ერთდროულად ძალიან ბევრი ადამიანი ინფიცირდება, ამიტომ მთავარი გზავნილი უნდა იყოს, რომ ნებისმიერი სიმპტომის შემთხვევაში, დავრჩეთ სახლში, რომ არ იყოს მეტი გადამდებლობა. უკვე არ არის აუცილებელი, რომ დღეს ტესტი ჩაიტარო და დაიდგინო, იმიტომ რომ, ძირითად შემთხვევებში 4-5 დღის განმავლობაში ეს ადამიანები ხდებიან ასიმპტომურები, მაგრამ მთავარია, რომ დაცული იყოს იზოლაციის და კარანტინის პირობები“, - განაცხადა გამყრელიძემ.



imedinews.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up