ამირან გამყრელიძე - წლის ბოლომდე „ბუსტერ“ დოზა 30-40 ათასამდე ადამიანს დასჭირდება, იანვარი-თებერვალი-მარტში კი დაახლოებით, 300 ათასამდე ადამიანს

ამირან გამყრელიძე - წლის ბოლომდე „ბუსტერ“ დოზა 30-40 ათასამდე ადამიანს დასჭირდება, იანვარი-თებერვალი-მარტში კი დაახლოებით, 300 ათასამდე ადამიანს

access_time2021-11-18 18:00:00

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მარტის ბოლომდე საქართველოში ბუსტერდოზის გაკეთება 300 ათასამდე ადამიანს მოუწევს.


როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, 10 დღის განმავლობაში, რაც „ბუსტერის“ გაკეთება დაშვებულია, მესამე დოზით 7500 ადამიანია აცრილი და აქედან, 4000-ზე ცოტა მეტი 60 წელს ასაკის ზემოთაა.


„მოგეხსენებათ, „ბუსტერი დაახლოებით 10 დღეა დაწესდა ქვეყანაში. პირველ ეტაპზე ეს იყო 50 წელს ზემოთ მოსახლეობაზე, ახლა არის 18 წელს ზემოთ მოსახლეობისთვის ნებისმიერი ვაქცინით. იცით, რომ 4 ვაქცინა ადმინისტრირდებოდა ქვეყანაში - „ფაიზერი“, „სინოფარმი“, „სინოვაკი“ და „ასტრაზენეკა“ და ნებისმიერ ვაქცინაზე 6 თვის შემდეგ შეიძლება აცრა ე.წ. გამაძლიერებელი ბუსტერდოზით. ბევრი კვლევით როგორც ჩვენთან, ასევე მსოფლიოში დადგენილია, რომ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების მიერ გამომუშავებული იმუნიტეტი გრძელდება 6-8-10 თვის განმავლობაში, ამიტომ სასურველია, რომ „ბუსტერი ძირითადად გაკეთდეს მეორე აცრიდან 6 თვის თავზე. თუმცა, არის გარკვეული გამონაკლისები და საქართველომაც დაუშვა, რომ მოწყვლად მოსახლეობაში - 60 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობაში, ვინც აცრილია „სინოფარმით და „სინოვაკით“, შეუძლიათ ბუსტერი გაიკეთონ მეორე ინექციიდან 3-6 თვის განმავლობაში და 6 თვის შემდეგაც. დაახლოებით, 10 დღეში, რაც ბუსტერი დაშვებულია, 7500 ადამიანია აცრილი და აქედან 4000-ზე ცოტა მეტი 60 წელს ასაკის ზემოთაა. მოგეხსენებათ, რომ აცრები დაწყებულია ასევე 12-15 წლის მოზარდებში და დღეისთვის დაახლოებით, 850-მდე ბავშვია აცრილი ერთჯერადად და 60-მდე ბავშვი სრულად, „ფაიზერის“ ვაქცინით.


ასევე, დაახლოებით, 10-დან 11 ათასამდე მოზარდამდე აცრილია 16-17 წლის ასაკის. ეს სტატისტიკა ჩვენ არ გვაკმაყოფილებს და საჭიროა უფრო მეტი აცრა, რათა შევაჩეროთ ქვეყანაში ეპიდემია და დიდი ადამიანური დანაკარგი.



ჩვენი გათვლებით, წლის ბოლომდე მესამე დოზა დაახლოებით, დასჭირდება 30-40 ათასამდე ადამიანს. 6 თვის შემდეგ ბუსტერი ძირითადად მოვა იმ ადამიანების ჯგუფებზე, ვინც აიცრნენ ივლის, აგვისტო-სექტემბერში და მათი აცრის დრო იქნება იანვარი-თებერვალი და მარტი. დაახლოებით, 300 ათასამდე ადამიანს მოუწევს „ბუსტერის“ გაკეთება“, - განაცხადა გამყრელიძემ.


ამასთან, მანვე აღნიშნა, რომ საპენსიო ასაკის პირების აცრის მაჩვენებელი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გაიზარდა და ამაზე გავლენა 200-ლარიანმა ერთჯერადმა დახმარებამაც იქონია.


„ყოველდღიურად 60 წლის ასაკს ზემოთ მოსახლეობის აცრის პროპორციული წილი საერთო აცრებში 28-29% იყო, დღევანდელი მონაცემით, 50%-ს გადააჭარბა პირველად აცრებში. ანუ, გარკვეული სტიმული 200-ლარიან დახმარებას აქვს, მაგრამ არ არის დამაკმაყოფილებელი და საჭიროა კიდევ მეტი ადამიანის ინფორმირებულობა და ჩართვა აცრის პროცესში. 300-დან 450 ათასი ადამიანია ამ ასაკის აუცრელი და სასურველია მათი აცრა. თუ მოვახერხებთ და ამ ადამიანებს ავცრით, ეპიდემიას ძალიან მალე წელში გავტეხთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.


IPN.GE





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up