დღევანდელ ვითარებაში მთავარი მოწოდება ბუსტერია, ყველა კვლევა მიუთითებს იმაზე, რომ დღეს ბუსტერი „ომიკრონს“ სერიოზულად აკავებს, ამიტომ ჩვენი მთავარი აქცენტი უნდა იყოს რეგულაციების დაცვაზე და ბუსტერზე, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„რეგულაციებიდან მხედველობაში მაქვს პირბადე. ახლა 65%-ზეა პირბადის ტარების მაჩვენებელი, მაგრამ რა თქმა ეს არ არის საკმარისი. გვინდა, რომ იყოს 95%. თუ 95% იქნება, მაშინ ნაკლები ადამიანი დაინფიცირდებდა და შესაბამისად, ნაკლები იქნება სიკვდილიანობა“, - აღნიშნა გამყრელიძემ.
imedinews.ge