ამირან გამყრელიძის განცხადებით, 7 აპრილს ვაქცინაციის საბჭოზე იმსჯელებენ, ჯანმო-ს ავტორიზაციამდე დაიწყება თუ არა ქვეყანაში ჩინური ვაქცინით ვაქცინაცია

ამირან გამყრელიძის განცხადებით, 7 აპრილს ვაქცინაციის საბჭოზე იმსჯელებენ, ჯანმო-ს ავტორიზაციამდე დაიწყება თუ არა ქვეყანაში ჩინური ვაქცინით ვაქცინაცია

access_time2021-04-06 23:59:57

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, 7 აპრილს ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართება ვაქცინაციის ინტერსექტორული კომიტეტის სხდომა, სადაც იმსჯელებენ დაელოდებიან თუ არა ჯანმო-ს ავტორიზაციას ჩინური ვაქცინის გამოყენებასთან დაკავშირებით.


„ხვალ, სამინისტროში დანიშნულია ვაქცინაციის ინტერსექტორული კომიტეტის სხდომა, სადაც რამდენიმე საკითხი იქნება განხილული, მათ შორის, ამ ეტაპზე, ვაქცინაციის რისკჯგუფების გაფართოება, ასევე ვიმსჯელებთ ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით. „სინოფარმი“ ქვეყანაში შაბათს შემოვიდა. „სინოფარმის“ კომპანიასთან, მის სამეცნიერო ხელმძღვანელებთან ტელეკონფერენცია გვქონდა. ბევრი კითხვა დავსვით, ბევრი საკითხი გავარკვიეთ კიდევ ერთხელ. ხვალ, სწორედ საბჭოზე ვიმსჯელებთ, თუ რა სტრატეგიას ავირჩევთ, დაველოდებით ჯანმო-ს ავტორიზაციას, თუ ქვეყანაში ჩინური ვაქცინით ვაქცინაციის დაწყების ლეგალური საფუძველი არსებობს , - განაცხადა ამირან გამყრელიძემ


რაც შეეხება „ასტრაზენეკას“ ვაქცინასთან დაკავშირებით ევროპის წამლის საააგენტოს დასკვნებს, როგორც გამყრელიძემ განაცხადა, სააგენტო ორშაბათს დადებს აღნიშნულზე დასკვნას, თუმცა „ასტრაზენეკას“ და ზოგადად ვაქცინების სარგებელი უფრო მეტია, ვიდრე რისკი.



„თვითონ სააგენტოს მიერ გამოთქმული წინასწარი მოსაზრებები ყოველთვის ხაზს უსვამს ერთ რამეს - ამ ვაქცინების და კერძოდ, ასტრაზენეკას სარგებელი გაცილებით მეტია, ვიდრე ის რისკი, რაც ვაქცინის ორგანიზმში შეყვანას ახლავს. ხშირად ვსაუბრობთ, რომ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები უფრო მეტად რეაქტოგენულია, ვიდრე რუტინული. ის კალენდარული ვაქცინები,რასაც ბავშვებში ვიყენებთ და გვერდითი მოქმედებების სიხშირე 5-8-ჯერ მეტია, რომლებიც როგორც წესი ორ დღეში გადის. „ასტრაზენეკასა“ და შესაბამის კოაგუოლოგიურ დარღვევებზე, კვლევები ჯერჯერობით კიდევ მიმდინარეობს. ჯანმო-მ და ევროპის მედიკამენტების სააგენტომ, ეს ამ ეტაპამდე ჯერჯერობით არ დაადასტურეს. წესით, მომავალი კვირის დასაწყისში უნდა იყოს ახალი განაცხადი წამლის სააგენტოსი“, - განაცხადა გამყრელიძემ.



IPN.GE







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up