ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში, ერთ კვირაში 1200-მდე პირი აიცრა

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში, ერთ კვირაში 1200-მდე პირი აიცრა

access_time2021-10-25 14:20:17

ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში, ერთ კვირაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 1200-მდე პირი აიცრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში იმუნიზაციის მსურველების აქტივობა მაღალი არ არის.

„ქვეყნის 49 დიდი სოფელში, სადაც 3 ათასზე მეტია მოსახლეობა, იქ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, სამინისტროს წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლება, საზოგადოებრივი ჯანდაცვა ატარებს მოსამზადებელ სამუშაოებს. კარდაკარ ჩამოვლა ხდება და მოწვევა. რომ გითხრათ, ძალიან დიდია აქტივობა, არა, მაგრამ მარტო აცრა არ არის სამიზნე. სამიზნე არის კიდევ მეტი ინფორმაციის მიტანა სოფლის მოსახლეობასთან. თითოეულ ამ სოფელში მოსახლეობის 10-15 პროცენტი არის აცრილი, ძირითადად მუნიციპალურ ცენტრებში ჩასვლით. ჩვენ დამატებით 1200-მდე ადამიანი ავცერით. მარათონი დაწყებულია შიდა და ქვემო ქართლში, ასევე დაიწყო კახეთში, მცხეთა-მთიანეთში.

ალბათ, მე წავალ ოთხშაბათს სამცხე-ჯავახეთის დიდ სოფლებში, შემდეგ დასავლეთ საქართველოში. დღეს მარათონი იმერეთში დაიწყო, პაატა იმნაძეა წასული და ხათუნა ზახაშვილი. ასევე ერთვება რაჭა-ლეჩხუმი და გურია. აჭარაში დაწყებულია ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის და სამინისტროს ძალებით, ალბათ, არჩევნების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიც იქნება წარმოდგენილი“,- აღნიშნავს გამყრელიძე.

მისივე ინფორმაციით, მოსახლეობა უარს იმუნიზაციაზე რამდენიმე მიზეზით ამბობს, მათ შორის, არის აცრის შიში. როგორც გამყრელიძე განმარტავს, მთავარი პრობლემა მოსახლეობასთან იმუნიზაციის მნიშვნელობაზე ნაკლები კომუნიკაციაა.


„საჭიროა მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაცია. ძირითადი წინააღმდეგობა და ბარიერი არის აცრის შიში, ჩვენ ვიცით, რომ აცრები ძირითადად ბავშვთა ასაკში ტარდება და ხანდაზმულებს, მოზრდილებს რატომ გვჭირდებაო. ნაკლები აქვთ ინფორმაცია, ისევ და ისევ ფიქრობენ, რომ კორონავირუსი არ არის განსაკუთრებული დაავადება, გრიპია, სურდო, გადაიტანენ და იმუნიტეტი ექნებათ.

ასევე არის სხვადასხვა მითი, რომ გართულებებს მოგვცემს. საუბარია უშვილობაზე, რეპროდუქციულ სისტემაზე, სხვადასხვა დაავადების განვითარებაზე. ამბობენ, რომ ვაქცინირებულებიც ავადდებიან და რატომ შველის ვაქცინა, თუმცა, როდესაც ავხსნით, რომ ვაქცინირებულებში სიკვდილი, ჰოსპიტალში და რეანიმაციაში მოთავსების რისკი დაბალია, შეიძლება დაითანხმო“,- აღნიშნავს გამყრელიძე.

ცნობისთვის, ვაქცინაციის მარათონი 18 ოქტომბერს დაიწყო.


Ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up