Amnesty International-მა მარიუპოლში დრამატული თეატრის დაბომბვა რუსეთის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულად ცნო

Amnesty International-მა მარიუპოლში დრამატული თეატრის დაბომბვა რუსეთის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულად ცნო

access_time2022-07-01 14:10:00

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა გამოაქვეყნა 2022 წლის 16 მარტს მარიუპოლის დრამატული თეატრის დაბომბვის შესახებ ჩატარებული გამოძიება სათაურით: „ბავშვები: თავდასხმა დონეცკის რეგიონულ აკადემიურ მარიუპოლის დრამატულ თეატრში“. თეატრის თავშესაფარში იყო ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები.

Amnesty International-ის გამომძიებლების დასკვნების თანახმად, მარიუპოლის დრამატულ თეატრზე თავდასხმა რუსმა სამხედროებმა განახორციელეს. მათ საბრძოლო თვითმფრინავიდან ორი 500-კილოგრამიანი ბომბი ჩამოაგდეს.
გამოძიების დასკვნით, რუსმა სამხედროებმა მიზანმიმართულად გაანადგურეს თეატრი, იცოდნენ რა, რომ იქ ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იმალებოდა.
„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, დასკვნაზე მუშაობისას, საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტებმა 53 თვითმხილველი გამოჰკითხეს.

„რამდენიმე თვის საფუძვლიანი გამოძიების, სატელიტური სურათების ანალიზისა და ათობით თვითმხილველთან გასაუბრების შემდეგ, ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ ეს თავდასხმა ცალსახა ომის დანაშაულია და ის რუსმა სამხედროებმა ჩაიდინეს“, - თქვა Amnesty International-ის გენერალურმა მდივანმა ანეს კალამარმა.

16 მარტს რუსეთის არმიის მიერ განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად, უკრაინის ქალაქ მარიუპოლის დრამატულ თეატრში ასობით ადამიანი დაიღუპა.


თავდასხმის შემდეგ მარიუპოლის საკრებულომ განაცხადა, რომ დაახლოებით 300 ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა ჯერ დადგენილი არ არის.

2022 წლის 20 მაისს, ქალაქზე კონტროლის დაწესების შემდეგ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მარიუპოლში დრამატული თეატრის ნანგრევების დემონტაჟი დაასრულეს.

წყარო: www.radiotavisupleba.ge

თეგები:
Amnesty International



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up