ამოქალაქო ავიაციის სააგენტო თბილისის აეროპორტში მდგარ თვითმფრინავთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

ამოქალაქო ავიაციის სააგენტო თბილისის აეროპორტში მდგარ თვითმფრინავთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

access_time2022-05-08 08:47:53

ამოქალაქო ავიაციის სააგენტო თბილისის აეროპორტში მდგარ თვითმფრინავთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ ის მალტაშია რეგისტრირებული და მის ოპერირებას ავიაკომპანია Blue Square Aviation Group Malta Ltd ახორციელებს.

ამ განცხადებით სააგენტო ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„ტელეკომპანია „ფორმულა“, რომელიც გამოირჩევა უსაფუძვლო სენსაციების გავრცელებით, წარმატებით აგრძელებს ამ ტრადიციას. ამჯერად მათი მიზნის არეალშია მალტის რესპუბლიკის საჰაერო ხომალდების რეესტრში რეგისტრირებული თვითმფრინავი, რომელიც ლეგალურად, ოფიციალური მომართვის საფუძველზე დაეშვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და ამჟამად დგას „ჯორჯიან ეარვეისის“ ტექნიკური მომსახურების ბაზაზე.

აღნიშნულმა მედია საშუალებამ, მართალია, მოგვმართა შეკითხვით, გავეცით თუ არა ნებართვა თვითმფრინავის ჩამოფრენაზე და რა მიზნით, ასევე რატომ დგას სადგომზე და ასევე აქვს თუ არა „ეარვეისს“ მსგავსი ტიპის თვითმფრინავის შეკეთების უფლება, მაგრამ პასუხის მიღებამდე მან უკვე გაავრცელა გადაუმოწმებელი და არაფრით გამყარებული სენსაციური ინფორმაცია, თითქოს თვითმფრინავი რუს ოლიგარქს, ევგენი გინერს ეკუთვნის.


გამომდინარე იქიდან, რომ ხსენებულ მედია საშუალებას ჩვევად აქვს საჯარო უწყებებიდან მიღებული განმარტებები არ გააცნოს საზოგადოებას და ამით ის მიზანმიმართულად შეცდომაში შეიყვანოს, ვალდებულად მივიჩნიეთ თავი, პარალელურად სხვა მედია საშუალებებშიც გაგვევრცელებინა ის, რაც ტელეკომპანია „ფორმულას“ მივწერეთ: თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მდგარი CRJ 200 ტიპის საჰაერო ხომალდი (სარეგისტრაციო ნომერი 9H-BSG) რეგისტრირებულია მალტის რესპუბლიკის საჰაერო ხომალდების რეესტრში და მის ოპერირებას ახორციელებს ავიაკომპანია Blue Square Aviation Group Malta Ltd. ამავე ავიაკომპანიის მიერ, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი (24 მარტი, 2022წ.) არარეგულარული (ჩარტერული) ფრენის განაცხადის შესაბამისად, 25 მარტს ერევანი - თბილისის მიმართულებით დაგეგმილი ფრენის მიზანს წარმოადგენდა ეკიპაჟის დასვენება. განაცხადის შესაბამისად, ფრენა დაგეგმილი იყო ერევნიდან თბილისის მიმართულებით 25 მარტს, მოფრენა - 10:40-ზე ადგილობრივი დროით და ხომალდი უნდა გაფრენილიყო თბილისიდან ტრაბზონის მიმართულებით, 26 მარტს, 14:00-ზე ადგილობრივი დროით.

Blue Square Aviation Group Malta Lt-ს მიერ წარმოდგენილი განაცხადი და არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. შესაბამისად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაიცა შესაბამისი ნებართვა. CRJ 200 ჩამოფრინდა 25 მარტს. დღეის მდომარეობით, თვითმფრინავს არ დაუტოვებია საქართველო და იგი დგას „ჯორჯიან ეარვეისის“ ტექნიკური მომსახურების ბაზაზე.

სააგენტოსთვის უცნობია, უტარდება თუ არა ბორტს რაიმე სამუშაოები ამჟამად ან რამ გამოიწვია ხომალდის დაყოვნება. „ჯორჯიან ეარვეისს“ ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიკატის ფარგლებში აქვს აღნიშნულ ბორტზე ტექნიკური სამუშაოების ჩატარების უფლება, თუმცა კონკრეტულად რა სახის მომსახურება უტარდება მას, შეგიძლიათ დააზუსტოთ თავად მხარეებთან. როგორც აღვნიშნეთ, ხომალდზე არ იმყოფებოდნენ მგზავრები, ხოლო თვითმფრინავის ვარგისობაზე მუდმივი ზედამხედველობის განხორციელების ვალდებულება გააჩნია მალტის საავიაციო ხელისუფლებას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up