ამოქმედდება თუ არა კოვიდშეზღუდვები აღდგომას

ამოქმედდება თუ არა კოვიდშეზღუდვები აღდგომას

access_time2022-04-16 14:24:52

"ვფიქრობ, სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით დამატებითი შეზღუდვები არ იქნება. პატივი უნდა მივაგოთ მიცვალებულებს, მაგრამ არა ფართო ნადიმებით  და ქეიფებით, შედარებით მოკრძალებულები ვიყოთ, წლევანდელი ეპიდვითარება უკეთესია, ვიდრე გასულ წლებში იყო“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ  განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, წინასააღდგომო პერიოდი გასულ წლებთან შედარებით მშვიდია, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს.

მოგეხსენებათ, აღდგომის დღესასწაული ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულია. საბედნიეროდ, წელს ჩვენ აღდგომას უფრო მშვიდი ეპიდვითარებით ვხვდებით, უფრო ნაკლები რისკით, ვიდრე ეს იყო შარშანწინ, როდესაც ჩვენ ბევრი არ ვიცოდით ამ ვირუსის შესახებ, ასევე გასულ წელს მაღალი მაჩვენებლები გვქონდა.

წელს წინასააღდგომო პერიოდი შედარებით მშვიდი გვაქვს, ამან არ უნდა გაგვათამამოს, ვირუსი ჯერ ქვეყანაში ცირკულირებს. 200-300 შემთხვევვა არის. გასაგებია, რომ ომიკრონია და კლინიკურად უფრო მსუბუქია, ვიდრე შარშანდელი ან გასული წლის.


"ვფიქრობ, დამატებითი შეზღუდები არ იქნება, მაგრამ ჩვენ უკვე ბევრი ვისწავლეთ და გამოვცადეთ. შევეცადოთ უფრო მოკრძალებულები ვიყოთ. რა თქმა უნდა, უნდა აღინიშნოს, აღდგომა დიდი დღესასწაულია, პატივი უნდა მივაგოთ მიცვალებულებს, მაგრამ არა ფართო ნადიმებით“ და „ქეიფებით“. მოგეხსენებათ, ვირუსის გავრცელება ხდება კვებით მიმდინარე წვეულებების დროს. შედარებით მოკრძალებულები ვიყოთ, წლევანდელი ეპიდვითარება უკეთესია, ვიდრე გასულ წლებში იყო“,- აღნიშნავს გამყრელიძე და არ გამორიცხავს, რომ  წელს ჯანმო პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებს.

როგორც გამყრელიძე განმარტავს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიის დასრულების გამოცხადების საკითხს ფრთხილად უდგება.

“პანდემიის დასრულების გამოცხადების უფლებამოსილება მხოლოდ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას აქვს. ისინი ფრთხილად უდგებიან ამ საკითხს, საუბრობენ, რომ დიახ, შესაძლებელია ეს წელს იყოს. ასევე მყარად საუბრობენ, რომ პანდემიის მწვავე ფაზა დასრულებულად მიიჩნიონ, თუმცა, ჯერ არ ჩქარობენ პანდემიის დასრულების გამოცხადებას. მე მაინც ვფიქრობ, რომ წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებს. ვფიქრობ, ვირუსის ცირკულაცია ძირითადად გადავა სეზონურ ანუ ენდემურ რეჟიმში, როდესაც როგორც გრიპოზული ინფექცია, წლის გარკვეულ პერიოდში გვექნება და დაგვჭირდება პრევენციული აცრები, ისევე როგორც გრიპის საწინააღმდეგოდ გვჭირდება”, - აღნიშნავს გამყრელიძე.

წყარო: "ინტერპრესნიუსი"




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up