17 ნოემბერს, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, მხატვარ აიდა მაჰმუდოვას პერსონალური გამოფენა სახელწოდებით - სამოთხე მოიცდის გაიხსნა.
აიდა მაჰმუდოვა აზერბაიჯანელი ხელოვანი და YARAT Contemporary Art Space-ის (ბაქო) დამფუძნებელია. მას ცენტრალური სენტ მარტინის ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯის (ლონდონი) სახვითი ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი აქვს მიღებული.
საერთაშორისო დონეზე გამოფენილი აიდა მაჰმუდოვას ნამუშევრები სხვადასხვა ტექნიკისა და მედიის საშუალებითაა შექმნილი. მიუხედავად მრავალფეროვანი პრაქტიკისა, ხელოვანის ძირითადი ყურადღება მასალის, როგორც ექსპერიმენტების ინსტრუმენტისა და მის საცხოვრებელ სამყაროში ნავიგაციისკენაა მიმართული.
ხელოვანის თქმით, გეოგრაფია ცივილიზაციის არსებითი განზომილებაა და ადამიანებთან დაკავშირება სწორედ ამ გეოგრაფიის ფარგლებშია შესაძლებელი. გამოფენაზე წარმოდგენილი ორი დიდი ფორმატის ტილო გეოგრაფიაზე, მის მრავალფეროვნებასა და მნიშვნელობაზე მოგვითხრობს და ამასთანავე ჩვენს ყურადღებას მის სილამაზესა და საშინელებაზე ამახვილებს. ეს ტილოები, რომლებიც დასაწყისისა და დასასრულის სიმბოლოებს წარმოადგენენ, ასევე წარსულისა და მომავალის ელემენტებსაც შეიცავენ. ნახატები, რომლებიც ჰარმონიაშია ჩვენი ეპოქის დანაწევრებულ სტრუქტურასთან, ორგანიზმის ბუნებრივი ციკლის (დაბადება, სიცოცხლე და სიკვდილი) გავლის შემდეგ საწყის წერტილში დაბრუნებას აღნიშნავენ.
აიდა მაჰმუდოვას გამოფენა 2023 წლის 10 იანვრამდე გაგრძელდება