ამსტერდამი წითელი ფარნების რაიონში კანაფის გაყიდვას კრძალავს. შეზრუდვები ძალაში მაისიდან შევა. ამის შესახებ BBC წერს.
ქალაქის ადმინისტრაციის განცხადებით, ტურისტები ბოროტად იყენებენ ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს, რაც ამ ტერიტორიაზე ადგილობრივების ცხოვრებას ხიფათს უქმნის.
„ქუჩაში მოწევის აკრძალვამ დისკომფორტი უნდა შეამციროს. ასევე განვიხილავთ გარკვეულ დროს მსუბუქი ნარკოტიკების გაყიდვის აკრძალვასაც“, - ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.
ხელისუფლება ასევე დააკორექტირებს ბარების, კაფეების, რესტორნებისა და სექს-დაწესებულებების გახსნის საათებს - ისინი შედარებით ადრე დაიხურება. შეზღუდვები მაისის შუა რიცხვებიდან ამოქმედდება.
ამსტერდამის გაზეთმა Het Parool-მა ამ შეზღუდვებს „ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ საუკუნეების განმავლობაში ქალაქი ცნობილია, როგორც ადგილი, სადაც ყველაფერი ნებადართულია, მათ შორის ქუჩაში მარიხუანას მოწევა. თუმცა, „ზედმეტმა ტურიზმმა“, ხმაურმა და უსუფთაობამ, ქალაქის ინტერიერი ცხოვრებისთვის შეუთავსებელი გახადა. ტურისტები უბანს ეპყრობიან „ისე როგორც გასართობ პარკს და არა როგორც საცხოვრებელ ადგილს“, წერს გამოცემა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ამსტერდამის ხელისუფლება მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარების შეზღუდვაზე საუბრობს. მაგალითად, ქალაქ ფემკე ჰალსემას ინიციატივით უცხოელ ტურისტებისთვის მარიხუანას მიყიდვა აიკრძალა. კანაფის მოსაწევად ამსტერდამში სპეციალური კაფეები არსებობს.
ნიდერლანდები ევროპის იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორისაა, სადაც პროსტიტუცია ლეგალურია. Red Light District-ი არის ადგილი, სადაც განთავსებულია სექს-შოპები, სტრიპტიზ კლუბები და დაწესებულებები, რომლებიც სექს სერვისებს უზრუნველყოფენ.