ამსტერდამში „წითელი ფანრების კვარტალი“ იხურება

ამსტერდამში „წითელი ფანრების კვარტალი“ იხურება

access_time2021-02-05 20:00:38

ამსტერდამის მერიამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო   - „წითელი ფანრების კვარტალი“ - ბორდელებით, სექს-შოპებითა და მარიხუანას ლეგალური გაყიდვით - იხურება.

 

სავარაუდოდ, ამ ტიპის რაიონი ქალაქის გარეუბანში გაჩნდება, თუმცა ჯერ გაურკვეველია როდის.

 

ამ გადაწყვეტილების ინიციატორია ქალაქის მერი ფემკე ხახლემა, რომელმაც ეს პოსტი 2018 წელს დაიკავა. მიზეზი კი ის გახდა, რომ ბოლო ათწლეულებში სწორედ ბორდელების და მარიხუანით მოვაჭრე „კოფეშოპების“  რაიონი გახდა ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა და არა თავად ქალაქი, თავისი შუასაუკუნოვანი არქიტექტურითა და არხებით.

 

მერის თქმით, ამსტერდამი სხვა ტიპის ტურისტების მოიზიდავს და ამისთვის ქალაქის იმიჯის „გადატვირთვას“ გეგმავს.

 

მერიის გადაწყვეტილებამ რამდენიმე გავლენიანი მემარცხენე პოლიტიკური პარტიის უკმაყოფილება გამოიწვია - ისინი მიიჩნევენ, რომ „წითელი ფანრების“ კვარტლის დახურვა პანდემიის დროს დაზარალებულ ტურისტულ სექტორს კიდევ უფრო დააზარალებს.

 

პანდემიამდე ამსტერდამში ყოველწლიურად 20 მლნ.-მდე ტურისტი ჩამოდიოდა.  ჩატარებული კვლევის თანახმად, მათ შორის, ვინც საზღვრების გახსნის შემდეგ ამსტერდამში გამგზავრებას გეგმავს, 11%-მა განაცხადა, რომ წითელი ფანრების კვარტლის დახურვის შემთხვევაში ქალაქში ჩასვლას არარ დააპირებს.

 

„წითელი ფანრების“ ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის, ქალაქის ბიუჯეტში ყველაზე დიდი წვლილი პროსტიტუციას მოდიოდა. მეძავეების საქმიანობა მკაცრად რეგლამენტირებულია. „სერვისი“ მინიმუმ 15 წუთი გრძელდება, და 30-დან 100 ევრომდე ფასდება.


 

მეძავეები ბიუჯეტში შემოსავლის 33-52%-ს იხდიან, მათ საშუალო შემოსავალი კი დღე-ღამეში 200-დან 600 ევრომდე მერყეობს, ფართის ყოველდღიური ქირა კი 150-160 ევროა. კვარტალში 400-მდე ბორდელი მუშაობს

 

გარდა ამისა, ცენტრში ბევრი ოჯახი საკუთარ ფართებს საკმაოდ მაღალ ფასში აქირავებს.

 

ამსტერდამის მერიაში მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილება ტურისტულ ინდუსტრიას არ დააზარალებს, რადგანაც ბორდელების, სექს-შოპების  და კოფეშოპების მოყვარულებს ლოკაციის შეცვლა დიდად არ შეაწუხებს - მათთვის მთავარია ამ სერვისების არსებობის ფაქტი, ადგილმდებარეობა კი მეორეხარისხოვანია.

 

მით უმეტეს, ამსტერდამი შედარებით პატარა ქალაქია და არც ერთი მისი გარეუბანი არაა ისეთი შორი, რომ იქ ჩასვლა პრობლემას წარმოადგენდეს.

 

რაიონში, სადაც „წითელი ფანრების კვარტალი“ გადავა, უკვე აშენდა ბოქსები, სადაც განთავსდება ბორდელები, ასევე შენდება ადგილები კაფეებისთვის და სექს-შოპებისთვის. ეს უბანი ძალიან შორს არაა, იქ ავტობუსი და ტრამვაიც დადის, შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ არც სექს-ინდუსტრია და არც ქალაქის ბიუჯეტი არ დაზარალდეს.

 

„ვისაც სექს-მომსახურეობა სურს - გარეუბანში წავა, იმათ კი, ვისაც ძველი ქალაქის განუმეორებელი ატმოსფერო იზიდავს, ბევრი საინტერესო რამ ელის  - არხები, პარკები მუზეუმები, რემბრანდტი, ვან გოგი, განუმეორებელი არქიტექტურა. 21-ე საუკუნეში არაა სასიამოვნო იყო ქალაქი, სადაც ნარკოტიკების და მეძავეებისთვის ჩამოდიან“ - ამბობს ქალაქის მერი.

 

ექსპერტების აზრით, ზოგადად სექს-ინდუსტრია, იმ ფორმით, როგორიც ის ამსტერდამშია, წარსულს ბარდება - მეძავეები კლიენტებს ძირითადად ინტერნეტით პოულობენ, არანაირ რეგულაციებს არ ექვემდებარებიან, და არავითარ გადასახადებს არ იხდიან.

 

ასე რომ, ადრე თუ გვიან, „წითელი ფანრების რაიონი“ თავისით დაიხურებოდა.

 

 

gazeta.ru


მოამზადა თენგიზ აბლოთიამ


თეგები:
ამსტერდამი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up