შესაძლოა ოდესღაც მფრინავი მანქანები ფუტურისტული ქალაქების დამახასიათებელი ნიშანი იყო, მაგრამ დღეს - 2023 წელს - ეს არის უზარმაზარი წყალქვეშა ფარეხი ველოსიპედის პარკირებისთვის, რომელიც ამსტერდამის ცენტრალურ სადგურთან სულ ახლახანს გაიხსნა.
ამის შესახებ The Verge იტყობინება.
შენობას გათვლილია 6300 პერსონალურ ველოსიპედზე და კიდევ 700 საერთო ველოსიპედზე, რათა სარკინიგზო მგზავრობის პირველი ან ბოლო მილი შეამსუბუქოს. აღნიშნული პროექტის ტევადობა თებერვალში 11000 ველოსიპედამდე გაიზრდება, როდესაც მეორე ავტოფარეხი გაიხსნება.
ოთხწლიანი პროექტი, რომელიც 60 მილიონი ევროს დაჯდა შეიძლება ვინმესთვის გასაკვირი იყოს ნიდერლანდების ფარგლებს გარეთ, მაგრამ ნიდერლანდების ქალაქებში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ქალაქ უტრეხტს აქვს კიდევ უფრო დიდი მიწისქვეშა (მაგრამ არა წყალქვეშა) ველოსიპედის ფარეხი, რომელიც 12000 ორბორბლიან მანქანას იტევს.
ქვეყანაში, სადაც ველოსიპედების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება მის მოქალაქეებს, მონაცემები აჩვენებს, რომ ამსტერდამელთა დაახლოებით 35 პროცენტი ყოველდღიურად იყენებს ველოსიპედებს, ეს მაჩვენებელი უტრეხტში კი 50 პროცენტამდეა.
ფარეხში პარკინგი უფასოა პირველი 24 საათის განმავლობაში, შემდეგ კი ერთი დღე 1,35 ევროა.