ამხელა აქცენტები დასავლეთის ქვეყნების დაფინანსებაზე რას ემსახურება? - მაია ბუწაშვილი

ამხელა აქცენტები დასავლეთის ქვეყნების დაფინანსებაზე რას ემსახურება? - მაია ბუწაშვილი

access_time2023-03-02 14:15:39

 ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ე.წ. აგენტების კანონს სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი თქმით, ამერიკაშიც ასეთი კანონი არსებობს, მაგრამ ამერიკას ყველა სფეროში საკუთარი დაფინანსება აქვს. შესაბამისად, თუ იქ ვიღაცა სხვა ქვეყნის თანხას იღებს, ამის მიზეზი მართლა გამოსაკვლევია.

 

მაია ბუწაშვილი სვამს კითხვას: იმ ქვეყანაში, სადაც ხილული მტრის პირდაპირი თუ ირიბი დაფინანსება შეუზღუდავია, ამხელა აქცენტები დასავლეთის ქვეყნების დაფინანსებაზე რას ემსახურება?

 

„როდესაც საქართველოში დავბრუნდით მე და გია (და ეს ორჯერ მოხდა - 2000 წელს აშშ-დან მაგისტრატურის დამთავრების და 2008 წელს ისევ აშშ-დან, დოქტორანტურის დამთავრების შემდეგ - ორივემ ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრეთ), ხშირად გვეკითხებოდნენ, აქ რა გინდოდათ, რატომ ჩამოხვედითო.

როდესაც აქ აბსურდულ ბარიერებს გვიქმნიდნენ ზოგიერთი ოდიოზური, ბოღმით სავსე ჩინოვნიკები თუ მეცნიერები, როდესაც სრულიად დაუმსახურებლად გაგვიშვეს სამსახურიდან, როცა 2001 წელს ახალდაბრუნებულებს „კერასინკით გამთბარ ოთახში გვიწევდა ასობით ექიმისთვის ტრენინგის ჩატარება, როცა აქ ჩემს მაშინდელ 30 კვადრატულ ბინას და დანჯღრეულ მანქანას შევხედავდი და წარმოვიდგენდი ამერიკაში დარჩენის შემთხვევაში როგორ პირობებში ვიქნებოდით ჩვენ და ჩვენი ბავშვები (2008-ში უკვე ორი შვილით დავბრუნდით და ბავშვებმა აქ გააგრძელეს სწავლა), მეც მიფიქრია, რა მინდოდა, სად ჩამოვდიოდი-მეთქი.

 


მაგრამ ამ ფიქრების უკუგდება ძალიან ადვილი იყო იმ იდეით, რომ ჩვენს მიერ დაარსებულმა ორგანიზაციამ ჯანმრთელობის კვლევის კავშირი (დღევანდელი გადმოსახედიდან აგენტურული ორგანიზაცია) მაშინ უამრავ ადამიანს მისცა საშუალება ისეთი სერვისებით ესარგებლათ, რაც მათთვის ხელმისაწვდომი არ იყო, როდესაც ჩვენმა სამეცნიერო კვლევებმა არაერთი სტატია შემატა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეს (როგორც ვიცით, სამწუხაროდ, ქართველი ავტორების მიერ დაწერილი სტატიები საერთაშორისო ჟურნალებში არც ისე ბევრია), როდესაც ჩვენი სტუდენტების წარმატებას ვხედავთ, როდესაც ჩვენი და ბევრი სხვა ადამიანის ამდენი ძალისხმევის შედეგად საქართველოში პირველმა პაციენტმა C ჰეპატიტის წამალი დალია ნეოლაბში და ამ ფოტოს დღესაც ვხედავთ ჯანმოს და სხვა საიტებზე. რა ვიცი, რომელი ერთი მომენტი ჩამოვთვალო, რომელიც მარწმუნებს, რომ ზუსტად ამ ქვეყანაშია ჩემი ადგილი და ის უმცირესი წვლილიც, რაც ჩვენ შეგვაქვს, მნიშვნელოვანია.

 

ჰოდა ეს ამხელა ამბავი რატომ მოვყევი - ძალიან მწყდება გული, რომ აგენტის სტატუსი მომენიჭება, არ მომწონს ეს სიტყვა, და არც ის კონტექსტი მომწონს, რომელშიც ახლა დასავლეთის დაფინანსების მქონე ადამიანებს და ორგანიზაციებს მოიხსენიებენ. ზოგიერთები გულუბრყვილოდ სვამენ შეკითხვას, რა მოხდა, იყოს გამჭვირვალე ეს ყველაფერი. გამჭვირვალეობაზე არ არის აქ ლაპარაკი. გამჭვირვალე ისედაც არის. ჯერ მარტო ბიუჯეტში რამდენი თანხა შედის, თუნდაც მხოლოდ საშემოსავლო გადასახადით. თანაც, აქვე გვაქვს რუსეთის მაგალითი, ასეთივე უმტკივნეულო კანონმა რა შედეგები მოიტანა. საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული ჯანდაცვის პროექტებიც კი დაიხურა საბოლოო ჯამში და რუსეთს, მაგალითად, სამარცხვინო ადგილი უჭირავს მსოფლიოში ტუბერკულოზის და სხვა ინფექციური დაავადებების გავრცელებით მსოფლიოში. თვითონ, დამოუკიდებლად, საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე არ აქვთ მათი მართვის უნარი.

 

კიდევ ერთი, ამერიკაშიც არის ასეთი კანონიო. კი ბატონო, და იქ მართლა მნიშვნელოვანია, რადგან ამერიკას ყველა სფეროში საკუთარი დაფინანსება აქვს. მაგალითად, აშშ ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტებს და დაავადებათა კონტროლის ცენტრს მილიარდობით ბიუჯეტი აქვს და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჯანდაცვის სფეროს პროექტების უმსხვილესი დამფინანსებელია. შესაბამისად, თუ იქ ვიღაცა სხვა ქვეყნის თანხას იღებს (ამის საჭიროება საერთოდ არ არსებობს), მართლა საინტერესოა, რატომ იღებს.

 

ჩვენთან, მაგალითად, მთელი ლუგარის ცენტრი (რომელსაც რეგიონში უპრეცედენტო დიაგნოსტიკური რესურსი აქვს) დიდი აგენტურული სტრუქტურა გამოდის. ეს დაწესებულება აშშ თავდაცვის სამინისტროს დაავადებათა საფრთხის შემცირების სააგენტოს მიერ დაარსდა და კვლევების უდიდესი ნაწილიც სწორედ მათი და აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრის  დაფინანსებით მიმდინარეობს.

 

იმ ქვეყანაში, სადაც მართლაც რომ ხილული მტრის პირდაპირი თუ ირიბი დაფინანსება სრულიად შეუზღუდავია, ამხელა აქცენტები დასავლეთის ქვეყნების დაფინანსებაზე რას ემსახურება?“ წერს მაია ბუწაშვილი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up