ანა დოლიძე: ჩამოდით ჩვენი გადასახადებით ნაყიდი ავტომობილებიდან, დააბრუნეთ ბენზინი, რომელსაც ბიუჯეტის ფულით მოიხმართ და შემდეგ ვისაუბროთ ტრანსპორტის გაძვირებაზე

ანა დოლიძე: ჩამოდით ჩვენი გადასახადებით ნაყიდი ავტომობილებიდან, დააბრუნეთ ბენზინი, რომელსაც ბიუჯეტის ფულით მოიხმართ და შემდეგ ვისაუბროთ ტრანსპორტის გაძვირებაზე

access_time2021-12-23 17:53:42

პარტიამ „ხალხისთვის“ თბილისის საკრებულოსთან ფეხსაცმელები მიიტანეს და საპროტესტო აქცია-პერფომანსი გამართეს - „ნუ გაუძვირებთ, ისედაც გაჭირვებულ ხალხს, მგზავრობას“. აქციის მონაწილეებმა მაღალჩინოსნებს მოუწოდეს, უარი თქვან ძვირადღირებული მანქანებით სარგებლობაზე და თავადაც მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილდნენ.

„დღევანდელ სოციალურ ვითარებაში, მერია და „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრები აპირებენ, ჩვენ მოქალაქეებს გაუძვირონ მთავარი საარსებო წყარო - საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მაშინ, როდესაც თბილისის საკრებულოს წევრების უმრავლესობას ემსახურება ჩვენი გადასახადებით ნაყიდი ავტომობილები და მერიის  ხელმძღვანელობას ჰყავს არაერთი ავტომანქანა, მათთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რას ნიშნავს გაჭირვებულ ოჯახებს, რომლის წევრებიც თვეში 400-500 ლარად მუშაობენ,  ერთბაშად ამოაცალო ჯიბიდან 250 ლარი - ანუ ნახევარი თვის შემოსავალი. ეს იდეა დაწერა ხალხმა, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რა გამოწვევების წინაშეა ჩვენი ხალხი. ჩამოდით მანქანებიდან, ჩამოდით ჩვენი გადასახადებით ნაყიდი ავტომობილებიდან, დააბრუნეთ ბენზინი, რომელსაც ბიუჯეტის ფულით მოიხმართ და შემდგომ ვისაუბროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაძვირებაზე. ჩვენ აქციაზე მოვიტანეთ ფეხსაცმელი, როგორც სიმბოლო იმ ადამიანების, რომლებსაც არ ჰყავთ ავტომანქანა და ტრანსპორტის გაძვირების შემთხვევაში ფეხით მოუწევთ სიარული. ამიტომ, ტრანსპორტის გაძვირება დაუშვებლად მიგვაჩნია და ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ იგი თბილისის საკრებულომ არ დაამტკიცოს,“ - განაცხადა პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ.

 

 


პარტია „ხალხისთვის“ თბილისის საკრებულოს დეპუტატის ალექსანდრე რატიშვილის განცხადებით, ტრანსპორტის გაძვირება პირდაპირ ეწინააღმდეგება ყველა ჩვენი მოქალაქის ყოველდღიური ცხოვრების ინტერესს.

 

„წინასაარჩევნოდ ჩვენ ამომრჩეველს ვპირდებოდით, რომ მრავალ სხვა საკითხთან ერთად, ვიმუშავებდით სატრანსპორტო პოლიტიკაზე, თუმცა არჩევნებიდან ძალიან მალე, მოგვიწია ტრანსპორტის ტარიფების გაზრდაზე და ადამიანების გადარჩენაზე მსჯელობა. თბილისის მერიის გადაწყვეტილება ტრანსპორტის მომსახურების  გაძვირებასთან დაკავშირებით, არის დაუშვებელი. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენი მოქალაქის ყოველდღიური ცხოვრების ინტერესს. იმის მაგივრად, რომ გავაიაფოთ ან საერთოდ უფასო გავხადოთ ტრანსპორტი, რისი არაერთი მაგალითიც გვაქვს სხვადასხვა ქვეყანაში, მერია იღებს სრულიად მიუღებელ გადაწყვეტილებას და ასობით ათასობით ადამიანს, რომელიც ისედაც ძლივს ირჩენს თავს,  ეუბნებიან, რომ 250 ლარი გადაიხადონ მგზავრობისთვის. ამაზე ჩვენ დავიწყებთ ძალიან პრინციპულ ბრძოლას საკრებულოში და იმედი მაქვს,  შედეგს გამოიღებს, რადგან ვფიქრობ, ეს „ქართული ოცნების“ რეპუტაციაზე მძიმედ აისახება,“ - აღნიშნა ალექსანდრე რატიშვილმა.


თეგები:
ანა დოლიძე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up