ანა დოლიძე - „კახა კალაძის მოწოდება, თბილისის მერობის კანდიდატებმა ჩაიტარონ ნარკოლოგიური შემოწმება, არის გაგრძელება იმ საბჭოთა პოლიტიკის, რომელსაც ატარებს მმართველი ხელისუფლება ნარკოდამოკიდებულების მიმართ“

ანა დოლიძე - „კახა კალაძის მოწოდება, თბილისის მერობის კანდიდატებმა ჩაიტარონ ნარკოლოგიური შემოწმება, არის გაგრძელება იმ საბჭოთა პოლიტიკის, რომელსაც ატარებს მმართველი ხელისუფლება ნარკოდამოკიდებულების მიმართ“

access_time2021-09-06 17:50:00

პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ლიდერმა, თბილისის მერობის კანდიდატმა ანა დოლიძემ სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან, კახა კალაძის მოწოდება, ნარკოლოგიურ შემოწმებასთან დაკავშირებით გააპროტესტა და ხელისუფლებას ადამიანის ღირსების შემლახავი ნარკოლოგიური შემოწმების მეთოდის შეცვლისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.



„კახა კალაძის მოწოდება, თბილისის მერობის კანდიდატებმა ჩაიტარონ ნარკოლოგიური შემოწმება, არის გაგრძელება იმ საბჭოთა პოლიტიკის, რომელსაც ატარებს მმართველი ხელისუფლება ნარკოდამოკიდებულების მიმართ. ჯერ ერთი, შარშან, ზუსტად სექტემბერში, სწორედ კახა კალაძის პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ ყველა საპარლამენტო კანდიდატს მოუხსნა ნარკოტესტის ჩატარების ვალდებულება. თუ წელს ეს ინიციატივა, არის ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა, მაშინ ვსვამ შეკითხვას, შარშან არ იყო ეს პრიორიტეტი? მეორე და უმთავრესი, წლების განმავლობაში დგას საკითხი, რომ ის მეთოდი, რომლითაც დღეს ხდება ნარკოდამოკიდებულებაზე შემოწმება, კამერის და თანამშრომლის თანდასწრებით მოშარდვა, არის საბჭოთა მეთოდი, ეს არის ადამიანის ღირსების პირდაპირი შელახვა. მით უმეტეს, ამ მეთოდის გატესტვა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე, ჩვენ ქვეყანაში, სადაც ყოველდღიურად ხდება პირადი ინფორმაციის თუ ჩაწერის გავრცელების შესაძლებლობა, აშკარად საშიში და მიუღებელია. ეს პროცესი შეიცავს საფრთხეს, რომ კადრები, რომელსაც გადაიღებენ ინტიმურ სიტუაციაში, გამოყენებული იქნება ამა თუ იმ პოლიტიკოსების ან ნებისმიერი მოქალაქის წინააღმდეგ.



ამიტომ, მე არ ვაპირებ შევუერთდე კალაძის მოწოდებას, თუმცა მინდა ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და მოვუწოდო ხელისუფლებას, პოლიტიკური ფლირტაობის მაგივრად მიხედონ საქმეს - შეიცვალოს ადამიანის ღირსების შემლახველი, მოძველებული, საბჭოთა მეთოდი და ნარკოლოგიური შემოწმებისას დაინერგოს თანამედროვე მეთოდოლოგია, რომელიც ადამიანის ღირსების კონსტიტუციით დაცულ ნორმებს დააკმაყოფილებს. სხვათა შორის, ამ ცვლილებას საზოგადოების დიდი ნაწილი დიდი ხანია მოითხოვს,“ - განაცხადა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ანა დოლიძემ.






თეგები:
ანა დოლიძე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up