„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ განცხადებას ავრცელებს

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ განცხადებას ავრცელებს

access_time2020-10-08 19:30:07

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ განცხადებას ავრცელებს.


„შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ (ADC) - კომპანია, რომელიც საქართველოს მთავრობამ თავდაპირველად შეარჩია სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ანაკლიის პორტის პროექტის განსახორციელებლად, განცხადებას ავრცელებს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტთან დაკავშირებით:


„2021 წლისთვის შემოთავაზებული ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობა პორტის პროექტთან დაკავშირებული ახალი ტენდერის წარმატებას თავადვე აყენებს ეჭვქვეშ. ეს იმიტომ, რომ არცერთი სანდო ინვესტორი არ მიიღებს მონაწილეობას ტენდერში ისეთ გარემოებებში, როცა მიმდინარეობს საარბიტრაჟო დავები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოექცა მთავრობა ADC-ს და უცხოელ ინვესტორს - ბატონ ბობ მეიერს.


განსახილველად წარდგენილი ბიუჯეტის პროექტის 1 517-518 გვერდებზე შემდეგი ჩანაწერია მოცემული ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებული ახალი ტენდერის
თაობაზე: “შესაძლო რისკები - არსებულ მოცემულობის ფარგლებში, შესაძლო საარბიტრაჟო დავის გამო, შესაძლებელია ვერ შეირჩეს მაღალი რეპუტაციისა და გამოცდილების ინვესტორი. ასევე სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებები.”



ეს ჩანაწერი ადასტურებს, რომ მიმდინარე საარბიტრაჟო დავა სერიოზული დაბრკოლებაა საქართველოს მთავრობის გეგმებისა და ნანატრი ღრმაწყლოვანი პორტისთვის. არბიტრაჟის დაწყება მთავრობის ქმედებებმა გამოიწვია, შესაბამისად ის არის პასუხისმგებელი საქართველოს სამომავლო ზრდისა და განვითარებისათვის ესოდენ მნიშვნელოვანი პროექტის ჩაგდებაზე.


მთავრობას თავად არ სჯერა, რომ გამოჩნდებიან შესაფერისი პრეტენდენტები ანაკლიის პორტის პროექტზე გამოსაცხადებელ ტენდერში მონაწილეობისთვის. ეს კლავს იმედებს, რომ საქართველოში გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები და გვექნება ეკონომიკური ზრდა, რაც ლოგიკურად უნდა მოჰყოლოდა ასეთ სტრატეგიულ პროექტს.


ამაზე კი პასუხისმგებელია საქართველოს მთავრობა.


არათუ ახლო მომავალში ვერ ნახავს საქართველო ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, არამედ, საერთაშორისოდ აღიარებული რეპუტაციული ტრიბუნალის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა დიდი ალბათობით წააგებს დავას და სახელმწიფოს მოუწევს მნიშვნელოვანი ოდენობის ზიანის ანაზღაურება, ქვეყანას კი ექმნება დამატებითი ეკონომიკური რისკები იმ ზიანის გამო, რაც ადგება საქართველოს რეპუტაციას საერთაშორისო ინვესტორების თვალში.


„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ინვესტორები კვლავ რჩებიან მზადყოფნაში, რომ განაახლონ ანაკლიის პორტის პროექტი, მოიწვიონ ახალი ინვესტორები და პარტნიორები, რომ საქართველომ შეძლოს იმ პოტენციალის რეალიზება, რაც ამ პროექტს მოაქვს. მხოლოდ ის არის საჭირო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და მთავრობამ გვერდზე გადადონ საკუთარი ინტერესები და იმოქმედონ საქართველოს მოსახლეობის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“ – ნათქვამია განცხადებაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up