ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა

access_time2023-02-20 15:24:54

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა, - ეს გადაწყვეტილება მიიღო უწყებათაშორისმა კომისიამ, რომლის სხდომაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა. კომისიის სხდომაში, რომელსაცვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი უძღვებოდა, მონაწილეობდნენ სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელი პირები.


კომისიის გადაწყვეტილებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო რამდენიმე თვეში საერთაშორისო კონსულტანტების ჩართულობით, პროექტის საუკეთესო ინვესტორს გამოავლენს. პარალელურად, სახელმწიფო განაახლებს არსებულ საინჟინრო/გარემოსდაცვით კვლევებს და პორტისთვის საჭირო გარკვეულ სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებს.
ინტერესთა გამოხატვის შედეგად შერჩეულ ინვესტორთან ერთად დაფუძნდება ერთობლივი კომპანია, სადაც დაგეგმილია, რომ სახელმწიფო იქნება 51 პროცენტის მფლობელი, ხოლო კერძო პარტნიორი - 49 პროცენტის მფლობელი. ეს იქნება ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფორმატი, რომლის ფარგლებში, ერთობლივი კომპანია უზრუნველყოფს პროექტის განხორციელებისათვის საჭირო სახსრების მოზიდვას, ასევე, ბოლომდე მიიყვანს პორტის სამშენებლო სამუშაოებს და დაიწყებს ოპერირებას.


სამუშაო ჯგუფი და კომისია სააგენტოს საერთაშორისო კონსულტანტების დახმარებით შეაფასებს შემოსულ განაცხადებს ერთი თვიდან ორი თვემდე პერიოდში (დამოკიდებულია განაცხადების რაოდენობაზე). განაცხადების შეფასება მოხდება ტექნიკურ, საინვესტიციო, ფინანსური, ადამიანური რესურსების მართვისა და საოპერაციო მოთხოვნების გათვალისწინებით.
შეფასების შედეგად კვალიფიცირებულ კანდიდატებს არაუგვიანეს 2023 წლის 17 ივლისისა დაეგზავნებათ მოთხოვნა წინადადებათა წარმოდგენაზე და მიეცემათ კომისიის მიერ დადგენილი ვადა წინადადებათა წარმოსადგენად. შეფასების შედეგად კომისია გამოავლენს გამარჯვებულს (ან რამდენიმე საუკეთესო კანდიდატს) და დაიწყება მოლაპარაკებები კონცესიის ხელშეკრულებასა და პარტნიორთა შეთანხმებაზე.


გამარჯვებულის გამოსავლენად საჭირო საორიენტაციო ვადას დაახლოებით 12 თვე წარმოადგენს.


სხდომის დასასრულს, უწყებათაშორისი კომისიის წევრებმა მოიწონეს განზრახულობათა შესახებ განაცხადი, რომელიც წარმოადგენს დოკუმენტაციას პირველ ეტაპზე პროექტის კერძო პარტნიორის შესარჩევად, რაც აისახა კომისიის სხდომის ოქმში.


სატენდერო მოთხოვნების მიხედვით, ანაკლიის ნავსადგურის პირველმა ფაზამ უნდა მიაღწიოს გამტარუნარიანობას, რომელიც საჭიროა ყოველწლიურად სულ მცირე 600,000 TEU ტვირთის დასამუშავებლად, რაც გულისხმობს 7,800,000 ტონას, საშუალოდ 13 ტონა/TEU გათვლით.

კანდიდატის სურვილის შემთხვევაში, პირველი ფაზა შეიძლება მოიცავდეს დამატებითი ტვირთის დამუშავების რესურსს. პირველი ფაზის მომზადების, მშენებლობისა და დასრულების კონკრეტული ვადები დაზუსტდება წინადადებების წარმოდგენის შესახებ მოთხოვნაში (RfP), მაგრამ პირველი ფაზის ოპერირება უნდა დაიწყოს მშენებლობის დაწყების თარიღიდან სამი წლის ვადაში.

მე-2 -დან მე-9 ფაზების განვითარება დაიწყება, როდესაც:

ნავსადგურის ყოველწლიური ტვირთბრუნვა მიაღწევს წინა ფაზის გამტარუნარიანობის 80%-ს და; დამატებითი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ჩატარდება კონცესიონერის მიერ, და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები (IFI)/გამსესხებლები მოიწონებენ შემდგომი ფაზის განხორციელებას;

მე-2-დან მე-9-მდე ფაზის მინიმალური გამტარუნარიანობა შეიძლება მიღწეულ იქნეს დამატებითი კონტეინერების ან/და სხვა ტვირთის დამუშავებით. კონცესიონერი პასუხისმგებელი იქნება ანაკლიის ნავსადგურისთვის ტვირთის მოცულობის დამუშავებაზე.


მშენებლობა დაიწყება/გაგრძელდება კონცესიის ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღიდან 9 თვის ვადაში. კონცესიონერი პასუხისმგებელია კაპიტალის უზრუნველყოფასა და მისი ვალდებულებების შესასრულებლად, სასესხო დაფინანსების მოზიდვისთვის.

კონცესიონერი პასუხისმგებელი იქნება პროექტის გრძელვადიანი მდგრადობისა და მომგებიანობის უზრუნველყოფისათვის. ამის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა მონაწილეობას მიიღებს პროექტში და მხარდაჭერას გაუწევს კონცესიონერს შემდეგი სახით:

შერჩევის პროცესის მიმდინარეობისას, საქართველოს მთავრობა გეგმავს, დააფუძნოს კომპანია 100%-იანი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით („სახელმწიფო კომპანია“), რომელიც დაიწყებს პროექტისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს, რაც შესაძლოა მოიცავდეს, საჭიროების შემთხვევაში, ყველა შესაბამისი კვლევის განახლებას, საჭირო ნებართვების

აღებას და გარკვეული სამშენებლო სამუშაოების დაწყებას. კერძო პარტნიორის შერჩევის შემდეგ, სახელმწიფო კომპანია და შერჩეული კერძო პარტნიორი დააფუძნებენ კონცესიონერს/ინსტიტუციურ საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანიას, სადაც სახელმწიფო კომპანიას, მოიაზრება, რომ ექნება წილების 51%, ხოლო კერძო პარტნიორს 49%, და რომელიც, შემდგომში გააფორმებს კონცესიის ხელშეკრულებას საქართველოს მთავრობასთან. წინადადებათა წარმოდგენის შესახებ მოთხოვნის დოკუმენტით განისაზღვრება ყველა სამუშაოს, კვლევების, მიწების, ნებართვების და მასთან დაკავშირებული უფლებებისა და ვალდებულებების კონცესიონერისთვის/ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანიისთვის გადაცემის მექანიზმები და ვადები.
საქართველოს მთავრობა (პირდაპირ, ან სახელმწიფოს 100% იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანიის მეშვეობით) გადასცემს კონცესიონერს სამას ორმოც (340) ჰა-მდე მიწის ნაკვეთს (საპროექტო ტერიტორია) პროექტის განსახორციელებლად. ადრეული დაღრმავების სამუშაოები, მიწის მომზადება და ნიადაგის გაუმჯობესება უკვე შესრულებულია საპროექტო ტერიტორიაზე 2017-2019 წლებში; საპროექტო ტერიტორიის გადაცემის ფორმა და სხვა დეტალები დაზუსტდება წინადადებათა წარმოდგენის შესახებ მოთხოვნის დოკუმენტში;



საქართველოს მთავრობა განიხილავს პროექტისათვის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ("თიზ") შექმნის შესაძლებლობას. დამატებითი დეტალები თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესახებ დაზუსტდება კონცესიის ხელშეკრულების გაფორმებამდე;


ქვეყანაში ნავსადგურის განვითარებასა და ოპერირებასთან მიმართებით რაიმე სახის ექსკლუზიური უფლებების მინიჭება არ განიხილება;


საქართველოს მთავრობამ შესაძლოა გამოხატოს მზადყოფნა მხარი დაუჭიროს კონცესიონერს დაფინანსებასა და კომერციულ საკითხებში, შემდეგი ფორმით:


გააფორმოს პირდაპირი ხელშეკრულებები კონცესიონერის დამფინანსებლებთან, რათა ხელი შეუწყოს მის მიერ შემოთავაზებული ფინანსების უზრუნველყოფაში;


კონცესიის ხელშეკრულება შეიძლება შეიცავდეს დაცვით და სხვა საშეღავათო პირობებს კონცესიონერის სასარგებლოდ გარკვეულ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება დადგეს კონცენსიონერის კონტროლს მიღმა (მაგალითად, ბუნებრივი ფორს მაჟორული მოვლენები და გარკვეული პოლიტიკური რისკის შესახებ მოვლენები);


პროექტის სტრუქტურა შეიძლება ითვალისწინებდეს შესაბამის კომპენსაციის პირობებს, ხელშეკრულების შეწყვეტის გარკვეულ შემთხვევებში ან საფუძვლებთან მიმართებით, რომელიც მოსალოდნელია, რომ კომფორტს შეუქმნის კანდიდატსა და მის დამფინანსებლებს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up