ანაკლიის მშენებლობა უნდა დავიწყოთ წელსვე, სექტემბერში -  ღარიბაშვილი

ანაკლიის მშენებლობა უნდა დავიწყოთ წელსვე, სექტემბერში - ღარიბაშვილი

access_time2023-03-13 12:45:43

ვიწყებთ ძალიან მასშტაბურ პროექტებს. ანაკლიის მშენებლობა უნდა დავიწყოთ წელსვე, სექტემბერში. ვიწყებთ ახალი აეროპორტის მშენებლობას... ჩვენ, როცა ასეთი გამოწვევების ფონზე გვაქვს ამხელა პროგრესი, ბევრს ნერვებს ვუშლით და ბევრს ჰქონდა ილუზია და იმედი, რომ საქართველოს როლი უნდა ყოფილიყო ომში ჩართვა, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცდა.

 

„მაგალითად, ინფლაცია 8%-ზე ჩამოვიდა. უმუშევრობა არის ისტორიულ მინიმუმზე. სიღარიბე ისტორიულ მინიმუმზეა. ამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნა. გავზარდეთ პენსიები, ხელფასები საჯარო და კერძო სექტორებში, ყველგან. ანუ ყველა მიმართულებით, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი წინსვლა. ვიწყებთ ძალიან მასშტაბურ პროექტებს. ანაკლიის მშენებლობა უნდა დავიწყოთ წელსვე, სექტემბერში. ვიწყებთ ახალი აეროპორტის მშენებლობას. 500 მილიონი დოლარის ინვესტიცია არის დაგეგმილი. ყველა მიმართულებით არის პროგრესი. რა თქმა უნდა, ჩვენ როცა ასეთი გამოწვევების ფონზე გვაქვს ამხელა პროგრესი, ჩვენ ბევრს ნერვებს ვუშლით და ბევრს ჰქონდა ილუზია და იმედი, რომ საქართველოს როლი უნდა ყოფილიყო ომში ჩართვა. ამ როლზე ჩვენ დიდი ხანია, უარი ვთქვით, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდა ბიძინა ივანიშვილის პატრიოტული ხელისუფლება. ასე, რომ ეს ბუნებრივია“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, თუ ვინმეს არ უნდა დღეს კანდიდატის სტატუსის მიღება, ეს არის დესტრუქციული, რადიკალური ოპოზიცია და ყველანაირად ცდილობენ, რომ მოაწყონ არეულობა და დაანგრიონ ეკონომიკა.


 

„ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჩვენ მივიღებდით ევროპულ პერსპექტივას. ძალიან ბევრი სკეპტიციზმი არსებობდა ევროპის ქვეყნებში, დედაქალაქებში, რომ საქართველო იმსახურებს ამ შეფასებას. ბევრმა ახსენა გეოგრაფია, ძალიან ბევრი სკეპტიკური განცხადებები მოვისმინეთ, მაგრამ ჩვენ ეს მივიღეთ. ამიტომ, ამას სჭირდება შენარჩუნება და დაცვა. თუ ვინმეს არ უნდა დღეს კანდიდატის სტატუსის მიღება, ეს არის დესტრუქციული, რადიკალური ოპოზიცია. რატომ? სტატუსის მიღების შემდეგ მათ პრაქტიკულად ხელიდან ეცლებათ ყოველგვარი ბრალდება და ვერაფერს ვეღარ დაგვწამებენ. რა უნდა თქვან, ხომ? მაქსიმუმი გავაკეთეთ ჩვენ ამ პერიოდში. ამიტომ, ყველანაირად შეეცდებიან, რომ საბოტაჟი იყოს, მეტი არეულობა იყოს, რომ დაანგრიონ ეკონომიკა, რომ დაანგრიონ ტურიზმი, რომ არ იყოს ათ პროცენტიანი ზრდა, არამედ იყოს მინუს ათ პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ხალხზე აისახება. ამიტომ, ჩვენს ხალხს მინდა მივმართო და ვუთხრა, რომ თითოეულ მათ ქმედებას კარგი ანალიზი გავუკეთოთ“, - განაცხადა პრემიერმა.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up