„ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ საინვესტიციო ხელშეკრულების საკითხზე საქართველოს მთავრობის ხვალინდელ სხდომაზე იმსჯელებენ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, როგორ გაგრძელდება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ურთიერთობა სწორედ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ანაკლიის ღრმაწყოვანი პროექტისთვის დაფინანსების მოძიების საბოლოო ვადა 2019 წლის 31 დეკემბერს ამოეწურა.
კონსორციუმს 2019 წლის ბოლომდე უნდა წარედგინა გაფორმებული ხელშეკრულებები – საერთაშორისო ბანკებთან 400 მილიონი აშშ დოლარის სესხზე, საკუთარი კაპიტალის 120 მლნ დოლარამდე შევსებაზე, ასევე უნდა წარედგინა ხელმოწერილი ხელშეკრულებები პორტის ოპერატორთან და მშენებელ კომპანიებთან.
gbc.ge