„ანაკლიის პორტის პროექტი, კანონის მიხედვით, საპენსიო ფონდიდან თანხებს ვერ მიიღებს“ - საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი

„ანაკლიის პორტის პროექტი, კანონის მიხედვით, საპენსიო ფონდიდან თანხებს ვერ მიიღებს“ - საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი

access_time2023-01-16 22:30:41

რადიო კომერსანტის ეთერში, ლევან კობერიძის საავტორო გადაცემაში „ბრენდი საქართველო“ საპენსიო სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა ლევან სურგულაძემ საპენსიო სააგენტოს მნიშვნელობაზე და იმ რისკებზე ისაუბრა, რაც სააგენტოს და ფონდის გარშემო არსებობს. მისი თქმით, 4 წლის თავზე საპენსიო სააგენტოში უკვე 3 მლრდ-ზე მეტი თანხა აკუმულირდა, 3 000 მოქალაქე უკვე პენსიონერი გახდა და დანაზოგი მათზე უკვე გაიცა.

 


ამას გარდა, ლევან სურგულაძემ განაცხადა, რომ კანონის მიხედვით სააგენტოს თანხების მიმართვა შესაძლებელია მხოლოდ ფასიან ქაღალდებში და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეიძლება საპენსიო სააგენტოს დანაზოგი ანაკლიის პორტის პროექტს მოხმარდეს, კანონის ძალით შეუძლებელია, ვინაიდან ანაკლიის პორტი მნიშვნელოვანი და სტრატეგიული პროექტია, მაგრამ სტარტაპია და მას არანაირი ფულადი შემოსავალი არ აქვს.

 


„კანონში წერია, რომ ეს ფული შეიძლება განთავსდეს ფასიან ქაღალდებში. თუ მაგალითად გვაქვს მომუშავე ჰესი და მეპატრონეს უნდა მეორე ჰესის აშენება, მაშინ შეუძლია გამოუშვას ფასიანი ქაღალდი, როგორც საკრედიტო, ისე წილობრივი. მერე შეიძლება იმაზე მსჯელობა, შესაძლებელია თუ არა საპენსიო სააგენტოს თანხის განთავსება ამ ჰესის ფასიან ქაღალდებში.

 


რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ეს სტარტაპია, მსხვილი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტია, მაგრამ ფონდის ფულს ასე კანონით ვერ მიიღებს, აკრძალულია, რადგან მას არანაირი ფულადი შემოსავლები არ აქვს. მოსახლეობამ რომ იცოდეს, შეუძლებელი იქნება საპენსიო ფონდიდან თანხების მიმართვა ანაკლიის პორტის პროექტში“, - განაცხადა ლევან სურგულაძემ

 


ლევან სურგულაძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში ფონდის მნიშვნელობასა და მოსახლეობისთვის მის სარგებლიანობაზეც ისაუბრა.




„დაგროვებით პენსიის კანონის მიხედვით, მოქალაქეები საკუთარი შემოსავლიდან ფონდში მცირე ნაწილს 2%-ს აგროვებენ, იმავდროულად დამსაქმებელიც 2%-ს ურიცხავს და სახელმწიფოც - 2%-ს. რეალურად თქვენი დანაზოგი მომენტალურად ოთხმაგდება, ანუ 375% ამონაგები ერიცხება მოქალაქეს. მაგალითად, თუ დაზოგეთ 15 ლარი, გახდება - 60“, - განაცხადა ლევან სურგულაძემ.

 


საპენსიო ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა დანაზოგების დაცულობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოქალაქეების დანაზოგები დაცულია გაცილებით უკეთესად და მძლავრად, ვიდრე ნებისმიერი სხვა აქტივი. კანონის მიხედვით, ამ აქტივებზე არ ვრცელდება არანაირი აღსრულების მექანიზმი, არ შეიძლება ის ვინმემ რამეში გაქვითოს ან მისი კონფისკაცია მოახდინოს. რაც არ უნდა დააშავოს ადამიანმა, მისი საპენსიო ფონდი ხელუხლებელია. ეს არის კანონით გარანტირებული და ამის გარანტია საქართველოს სახელმწიფო.

 

 

ლევან სურგულაძის თქმით, კანონით საპენსიო სააგენტომ ამ ფულის ინვესტირება უნდა მოახდინოს, რომ მოქალაქემ მეტი სარგებელი ნახოს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ თანხის განთავსება სტარტაპებსა და სხვა პროექტებში. ეს თანხა უნდა განთავსდეს მხოლოდ ფასიან ქაღალდებში. ისინი მკაცრად რეგულირდება. მათი მარეგულირებელი ეროვნული ბანკია.

 

 

ლევან სურგულაძემ ისიც თქვა, რომ ქვეყანაში მსგავსი ტიპის ინსტიტუციების არსებობა ხელს უწყობს უცხოური ინვესტიციების ზრდას და ქვეყანაში ფინანსური ნაკადების შემოსვლას.

 

 

მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა 

 

 

 

 

 

 

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up