ანაკლიის შემდეგ მთავრობამ ფოთის პორტთან დაკავშირებული კვლევაც გაასაიდუმლოა - გოცირიძე

ანაკლიის შემდეგ მთავრობამ ფოთის პორტთან დაკავშირებული კვლევაც გაასაიდუმლოა - გოცირიძე

access_time2022-01-08 11:30:14

ანაკლიის შემდეგ მთავრობამ ფოთის პორტთან დაკავშირებული კვლევაც გაასაიდუმლოა - ყველა ეს გაუთავებელი კვლევა-შესწავლა დროის გაწელვის და ანაკლიის პროექტის დასამარების მიზნით ხდება,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი რომან გოცირიძე აცხადებს.  მან სადეპუტატო შეკითხვით მიმართა ეკონომიკის სამინისტროს, მიეწოდებინა მის მიერ დაქირავებული საერთაშორისო იურიდიული კომპანიის მიერ მომზადებული ფოთის პორტის ახალი ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებული ხელშეკრულების პირობები, რომელსაც მთავრობა APM Terminals-თან ახალი ტერმინალის მშენებლობის შესახებ გააფორმებდა, თუმცა, უწყებამ უპასუხა კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე დოკუმენტაციას ვერ მიაწვდის.

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2020 წლის ივნისში 1.2 მილიონ ლარად დაიქირავა საერთაშორისო იურიდიული კომპანია Hogan Lovells-ი, რომელსაც უნდა მოემზადებინა ფოთის პორტის ახალი ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით ხელშეკრულების პირობები. წელიწადნახევარი გავიდა ამ კონტრაქტის გაფორმებიდან და ფოთის პორტის “ღრმაწყლოვნად” გადაქცევის საქმეში წინ ნაბიჯი არ გადადგმულა. აღნიშნულ კომპანიას ევალებოდა მოემზადებინა ხელშეკრულების პროექტი, რომელსაც საქართველოს მთავრობა ფოთის პორტის ოპერატორ კომპანია APM Terminals-თან ახალი ტერმინალის მშენებლობის შესახებ გააფორმებდა.

სამუშაოს დასრულების ვადა ჯერ განსაზღვრული იყო 2020 წლის 31 დეკემბრამდე. შემდეგ 2021 წლის 30 ივნისამდე და ბოლოს გახანგრძლივდა 30 სექტემბრამდე. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოს შესრულებიდან გავიდა რამდენიმე თვე, მთავრობა არაფერს ამბობს ამ ხელშეკრულების პროექტის შესახებ და უმალავს ჩვენს მოქალაქეებს.

ამიტომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მივმართეთ პარლამენტის წევრის კითხვით, აღნიშნული კომპანიის მიერ მომზადებული ხელშეკრულების გადმოცემის მოთხოვნით. სამინისტრომ გვიპასუხა, რომ „Hogan Lovells-მა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გაუწია იურიდიული მომსახურება, რაც გამოიხატა ხელშეკრულებების პროექტების მომზადებითა და მოლაპარაკებების პროცესში ჩართულობით. ამასთან, Hogan Lovells იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის მანძილზე სამართლებრივ კონსულტაციებს უწევდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელშეკრულებების პროექტების საკვანძო სამართლებრივი საკითხების შესახებ და მოლაპარაკებების პროცესებთან დაკავშირებით. ამასთან გაცნობებთ, რომ ამ ეტაპზე სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურთან“ კვლავ მიმდინარეობს მოლაპარაკებების პროცესი და ხელშეკრულების გაფორმება მოხდება მხარეების მიერ საბოლოო შეთანხმების მიღწევის შემდგომ. რაც შეეხება თქვენს მოთხოვნას ხელშეკრულების პროექტის დოკუმენტაციის წარმოდგენის თაობაზე, მოგახსენებთ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურს“ შორის დადებული კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე, მოკლებული ვართ შესაძლებლობას წარმოგიდგინოთ მოთხოვნილი დოკუმენტაცია“.


გვახსოვს ფოთის პორტის ინვესტორის განცხადებები, რომ საქართველოს ღრმაწყლოვანი პორტი არ სჭირდება. შემდეგ ფოთის პორტის გაფართოებას და 300 მილიონი დოლარის ინვესტირებას შეგვპირდა. ახლა 150 მილიონ დოლარზეა მხოლოდ საუბარი და გაურკვეველია, მართლა აპირებენ გაფართოებას თუ ეს მხოლოდ ხელისუფლებისა და APM Terminals-ის ერთობლივი თამაში იყო ანაკლიის პროექტის ჩასაძირად. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი რუსეთში შვიდ ნავსადგურს ფლობს და რუსეთის ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირში მყოფი კომპანიაა,- განაცხადა გოცირიძემ.

წყარო: „ინტერპრესნიუსი"




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up