გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ ბერლინი მზად არის მხარი დაუჭიროს რუსული ნავთობის იმპორტზე ეტაპობრივ, ევროკავშირის მასშტაბის ემბარგოს.
„ჩვენ ვამზადებთ ამას ისე, რომ საჭიროების შემთხვევაში შეგვეძლოს მისი შენარჩუნება მომდევნო წლების განმავლობაში”, - განუცხადა ბაერბოკმა გერმანულ ტელეარხ ARD-ს.
ანალენა ბაერბოკის განცხადებას წინ უძღოდა გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის მინისტრის, რობერტ ჰაბეკის კომენტარი, რომ ის მოელის, რომ ზაფხულის ბოლომდე გერმანია სრულად დამოუკიდებელი იქნება რუსული ნედლი ნავთობის იმპორტისგან.
მისი განმარტებით გერმანიამ უკვე შეამცირა რუსული ენერგორესურსების იმპორტის წილი 12%-მდე, ქვანახშირის 8%-მდე და ბუნებრივი აირის 35%-მდე.