ბენზინისა და დიზელის საწვავის ტანკერებზე მოთხოვნა შეიძლება იყოს რეკორდული ბოლო 30 წლის განმავლობაში, წერს Bloomberg.
2023 წლის თებერვალში ძალაში შედის სანქციები საზღვაო ტრანსპორტით რუსული ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებაზე. შედეგად ტვირთების ნაკადების მარშრუტების ცვლილება გარდაუვალი ხდება. რაც თავის მხრივ რუსული ნავთობის ტრანსპორტირების მანძილს გაზრდის.
”დისტანციები შეიძლება გაიზარდოს ხუთჯერ ან ექვსჯერ, რაც ნიშნავს, რომ დაგჭირდებათ კიდევ ბევრი გემი იმავე რაოდენობის საწვავის გადასატანად, რაც ადრე შემოიტანეთ”, - განმარტა Kepler Cheuvreux-ის ანალიტიკოსმა ანდერს რედიგ კარლსენმა.
რამდენიმე კვირის უკან „კომერსანტი“ წერდა, რომ რუსეთი ნავთობის ტრანსპორტირებისთვის ტანკერების „ჩრდილოვან ფლოტს“ ქმნიდა. ეს ყველაფერი კი რუსული ნავთობის მიწოდებაზე ევროკავშირის ემბარგოს გარდაუვალი ძალაში შესვლის ფონზე.
რუსეთი ნავთობის დიდი ნაწილის გადაზიდვებისთვის გამოიყენებს რთულ და „ხშირად გასაიდუმლოებულ“ ქსელს გემების, პორტებისა და უსაფრთხო გადასასვლელებს უმეტესად იმ ორგანიზაციებისგან, რომლებსაც ჯერ კიდევ სურთ რუსეთთან ბიზნესის კეთება.
„თუ დააკვირდებით რამდენი გემი გაიყიდა უსახელო მყიდველებზე ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ცხადი გახდება, რომ იქმნება ფლოტი მათ გადასატანად“, - თქვა კრისტიან ინგერსლევმა, Maersk Tankers-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.