ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისის“ მკვლევარი გიორგი აბაშიშვილი ეკონომიკური მიმართულების დირექტორის პოზიციაზე დაწინაურდა

ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისის“ მკვლევარი გიორგი აბაშიშვილი ეკონომიკური მიმართულების დირექტორის პოზიციაზე დაწინაურდა

access_time2022-09-16 13:45:00

ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისის“ მკვლევარი გიორგი აბაშიშვილი ეკონომიკური მიმართულების დირექტორის პოზიციაზე დაწინაურდა. როგორც ანალიტიკურ ცენტრში აცხადებენ, „ჯეოქეისის“ მკვლევარი გიორგი აბაშიშვილი, ამიერიდან ორგანიზაციის ეკონომიკური მიმართულების დირექტორის პოზიციაზე განაგრძობს საქმიანობას.



„იგი „ჯეოქეისს“ 2021 წლის დეკემბერში ეკონომიკური მიმართულების არარეზიდენტი მკვლევრის რანგში შემოუერთდა. მისი ინიციატივითა და ჩართულობით ორგანიზაციაში არაერთი საინტერესო და წარმატებული პროექტი განხორციელდა.
ანალიტიკური საქმიანობის გარდა, გიორგი აბაშიშვილი გახლავთ მედიაჰოლდინგ „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი, 2021 წლიდან ხელმძღვანელობს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტს და CIU ბიზნესის ინსტიტუტს. ასევე, არის გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის (UN DESA) ეროვნული კონსულტანტი საქართველოში, საქართველოს ფინანსური განათლების ასოციაციის ხელმძღვანელი, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების სტრატეგიის მართვის კომიტეტის წევრი, წარმოადგენს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს OECD-ის ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელში, არის საქართველოს, ექსპორტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, სხვადასხვა დროს იყო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის დუალური განათლების საკოორდინაციო საბჭოს წევრი, პროექტ „რეფორმეტრის“ მმართველი საბჭოს წევრი - ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET), ნატო - საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) მრჩეველთა საბჭოს წევრი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის აკადემიური საბჭოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი“, - აცხადებენ „ჯეოქეისში“.




გიორგი აბაშიშვილი არის ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, პროფესორი, არის ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცემების მიერ გამოქვეყნებული არაერთი სამეცნიერო და ანალიტიკური სტატიის ავტორი.



ახალი სტატუსი კი გიორგი აბაშიშვილს საშუალებას მისცემს უფრო აქტიურად ჩაერთოს „ჯეოქეისის“ ეკონომიკური მიმართულების კიდევ უფრო განვითარებაში და ორგანიზაციის ანალიტიკური საქმიანობის გაძლიერებაში.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up