ანას და იანას აშენებული კოტეჯი „იანო“ უწერაში

ანას და იანას აშენებული კოტეჯი „იანო“ უწერაში

access_time2023-03-18 12:00:52

ანა მეტრეველმა და იანა მურღულიანმა რაჭაში, უწერაში კოტეჯი „იანო“ მშენებლების, „მალიარების“, სანტექნიკოსებისა და დურგლების გარეშე, საკუთარი ხელებით ააშენეს. კოტეჯის სახელწოდება რაჭულ სიმღერა „რაჭა, იანოს“ უკავშირდება.

 

ანამ გერმანიაში აიმაღლა კვალიფიკაცია ტურიზმის სფეროში და საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მეგობართან ერთად, 2 წლის წინ უწერაში კოტეჯის აშენება გადაწყვიტა.

 

იანა მურღულიანი „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ კოტეჯის შენება 2022 წლის მაისში დაიწყეს, სექტემბერში დაასრულეს და პირველი დამსვენებელი უკვე ოქტომბერში მიიღეს.

 

„ჩვენი საკუთარი ხელებით, მეგობრების დახმარებით, გავაკეთეთ ყველაფერი, მუშაც კი არ დაგვიქირავებია. თავიდან ვერ ვერკვეოდით, მოვიძიეთ, წავიკითხეთ, მეგობრებს რჩევებს ვეკითხებოდით. მასალები თბილისიდან მოგვქონდა. მათი შეგროვება და რაჭაში ჩატანა ერთი წლით ადრე დავიწყეთ. ორივეს მანქანები გვყავს და ნაწილ-ნაწილ ჩაგვქონდა. საბოლოოდ, 2-სართულიანი კოტეჯი გამოვიდა, 2 იზოლირებული საძინებლით და სველი წერტილებით, რომელსაც დიდი და კეთილმოწყობილი ეზო აქვს და 6+2 ადამიანზეა გათვლილი. ზაფხულში ვგეგმავთ, რომ ეზოში ღია პატარა აუზები მოვაწყოთ. მეორე კოტეჯის აშენებაც გვინდოდა, მაგრამ მომხმარებლის მოთხოვნაა, რომ კოტეჯი და ეზო იზოლირებული იყოს“, - აცხადებს იანა მურღულიანი


 

რაკი დაქირავებული მუშახელი არ ჰყოლიათ და ყველაფერი საკუთარი ხელებით გააკეთეს, „იანოს“ აშენება და კეთილმოწყობა მეგობრებს 70 000 ლარამდე დაუჯდათ.

 

როგორც თავად ამბობენ, კოტეჯზე მოთხოვნა მოსალოდნელზე დიდია. ფასს რაც შეეხება, სეზონების მიხედვით ცვალებადია.

 

„კლიენტები გვყავდა უცხოელებიც, მაგრამ ქართველი დამსვენებელი უფრო მეტია. ვგეგმავთ, რომ ზაფხულში ის ფასი დავტოვოთ რაც რაჭის ბაზარზეა, დაახლოებით 300 ლარი ღამეში და დანარჩენ სეზონზე უფრო დაბალი იქნება. ამ ეტაპზე 1 ღამის ფასი 220 ლარია“, - აცხადებს იანა მურღულიანი.

 


თეგები:
იანო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up