ანაზღაურება ერთ დღეში -ალდაგის ახალი პროექტი

ანაზღაურება ერთ დღეში -ალდაგის ახალი პროექტი

access_time2023-02-23 17:20:33

სადაზღვევო კომპანია ალდაგი ავტოდაზღვევის მომხმარებლებს მცირე ზიანის მომენტალურ ანაზღაურებას სთავაზობს. კომპანიაში დანერგილი ახალი სტანდარტით, ავტომობილის უმნიშნელოდ დაზიანების შემთხვევაში ავტომფლობელს შეუძლია მიმართოს კომპანიას და ერთ დღეში მიიღოს მანქანის შეკეთებისათვის აუცილებელი თანხა. 


სწრაფი ანაზღაურების პროცედურით მომხმარებელი ზარს ახორციელებს ქოლცენტრში, რის შემდეგაც დისტანციურად, ფოტოსურათების საფუძველზე, თანხმდება ასანაზღაურებელი თანხა და ის მომხმარებელს ანგარიშზე ერთ დღეში ერიცხება. 


ალდაგის სწრაფი რეგულირების ახალი ფორმატი რელევანტურია იმ შემთხვევაში, თუ შეჯახება ცალმხრივია ანუ სახეზე არ გვაქვს სხვისი ქონების დაზიანება და ზიანი არ აღემატება 2000 ლარს. ამასთან, მომხმარებელი მზადაა, თავად შეაკეთოს ავტომობილი საკუთარი შეხედულებისამებრ. სერვისის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ შემთხვევის დადგომის შემდეგ, მომხმარებელს არ უწევს დიდი ხნით გააჩეროს ავტომობილი შემთხვევის ადგილზე და გაიაროს სტანდარტული პროცედურები. ალდაგის მხარდაჭერის გუნდი დისტანციურად დაეხმარება მას, გააზიაროს დაზიანების ამსახველი ფოტომასალა და მიიღოს შეთავაზებული თანხა ანგარიშზე. 



„ალდაგის გამოცდილებით, ავტოსაგზაო შემთხვევების დიდი ნაწილი სწორედ მცირე დაზიანებებით სრულდება. ჩვენი მიზანია, რომ ასეთ დროს, ჩვენს დაზღვეულებს აღარ მოუწიოთ სტანდარტული პროცედურების გავლა და მიიღონ მეტი კომფორტი დროის დაზოგვისა და ეფექტურობის თვალსაზრისით,“- აცხადებენ კომპანიაში.


ალდაგის ავტო დაზღვევა ფარავს ყველა შესაძლო რისკს, რაც შეიძლება მანქანის ფლობას ახლდეს: ავტოსაგზაო შემთხვევა, გარეგანი დაზიანება, სტიქია (სეტყვა, მიწისძვრა), ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ხანძარი და ა.შ. ალდაგის ავტო დაზღვევას მოყვება მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევაც, რომელიც მძღოლს გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან დაიცავს  იმ შემთხვევაშიც, კი, თუ ის სხვის მანქანას დააზიანებს, რაც ნიშნავს, რომ მესამე პირის ავტომობილის აღდგენის ხარჯებსაც ალდაგი უზრუნველყოფს.

 


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up