ანაზღაურების საუკეთესო პირობები ფერმერებისთვის ალდაგში

ანაზღაურების საუკეთესო პირობები ფერმერებისთვის ალდაგში

access_time2021-03-31 13:07:18

ალდაგში აგროდაზღვევის სეზონი დაიწყო. იმ შემთხვევაში თუ ფერმერებს ალდაგში დაზღვეული მოსავალი ბუნებრივი მოვლენებისგან დაუზიანდებათ, შესაძლებლობა ექნებათ, რომ ანაზღაურება უსწრაფესად მიიღონ და დანაკარგები მალევე აღიდგინონ.


ფერმერებს შეუძლიათ დააზღვიონ სხვადასხვა კულტურები: ვაზი, მარცვლეული, პარკოსანი კულტურები, ბოსტნეული, ბაღჩეული, ხეხილი, კაკლოვანი კულტურები, სუბტროპიკული კულტურები და ციტრუსი. მრავალწლიანი კულტურების დაზღვევა შეიძლება 3 წლით.


ალდაგი სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამაშია ჩართული, რაც იმას ნიშნავს, რომ ფერმერებს სხვადასხვა კულტურების შემთხვევაში დაზღვევის თანხის 50 -70%-ს სახელმწიფო დაუსუბსიდირებს. როგორც ალდაგის აგროდაზღვევის მიმართულების ხელმძღვანელმა ივანე ბუჯიაშვილმა „კომერსანტს“ განუცხადა ფერმერებს დაზღვევის რეალური ღირებულების ნახევრის ან 30%-ის გადახდა მოუწევთ, რაც დაზღვევას საკმაოდ ხელმისაწვდომს ხდის.


„როგორც საერთაშორისო პრაქტიკამ აჩვენა, აგრარული რისკები თავისი ბუნებიდან და მძიმე დამაზიანებელი მოვლენებიდან გამომდინარე საკმაოდ ძვირადღირებული რისკებია, თითქმის ყველა ქვეყანაში მიღებულია პრაქტიკა, რომ სახელმწიფო სუბსიდიის გარეშე აგროდაზღვევა ვერ მუშაობს, ამიტომ ჩვენი სახელმწიფოს მიერ 2014 წელს ინიცირებული იქნა აგროდაზღვევის პროგრამა და მიმდინარე წელს შეიძლება ითქვას, რომ ფერმერის მიერ გადასახდელი სადაზღვეო მომსახურეობის 50% ვაზის შემთხვევაში სახელმწიფო იხდის და დანარჩენი ყველა კულტურა 70%-ით სუბსიდირდება, რაც ფერმერებს სადაზღვეო პროდუქტებზე წვდომას ძალიან უადვილებს.


პროგრამის დაგეგმვის დღიდან, ჩვენი გამოცდილება, რომელიც მანამდე დავაგროვეთ გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ ზარალებზე რეაგირება სწრაფად მოგვეხდინა და შეფასებაში ობიექტურები ვყოფილიყავით. ერთ-ერთი რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არის ის, რომ უკვე მესამე წელია, რაც უპრეცედენტო პრაქტიკა დავნერგეთ, რაც გულისხმობს იმას, რომ დაზარალებული ზიანის შეფასებიდან უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში იღებს კომპენსაციას და სწორედ ეს უადვილებს ფერმერს, რომ დაზიანებული მოსავლის შეწამვლა - დამუშავება განაგრძოს და სტიქიისგან დარჩენილი მოსავალი გადაარჩინოს.“
- აღნიშნა ივანე ბუჯიაშვილმა.


მისივე განცხადებით ათწლეულების მანძილზე დაგროვილმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ სოფლის მეურნეობის რისკების გასანეიტრალებლად ყველაზე შედეგიანი, ფინანსურად გამართლებული და მარტივი გზა არის აგროდაზღვევა. აგროდაზღვევა ფერმერს საშუალებას აძლევს იფიქროს არა დანაკარგების ანაზღაურებაზე, არამედ წარმოების გაზრდასა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაზე, ამიტომ დაზღვევა ყოველთვის ოპტიმალური გამოსავალია.



„ჩვენი მომხმარებელთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება და სწორედ ეს გვაძლევს საშუალებას, რომ აგროდაზღვევაში უპირობო ლიდერი ალდაგი იყოს.“ - აღნიშნა ივანე ბუჯიაშვილმა.


რაც შეეხება აგროდაზღვევაში ჩართვის პროცედურას, ივანე ბუჯიაშვილი აღნიშნავს, რომ პროცედურა მაქსიმალურად გამარტივებულია და პანდემიიდან გამომდინარე კომპანია ცდილობს, რომ პროცედურული ნაწილი ფერმერებზე და ბენეფიციარებზე მაქსიმალურად მორგებული იყოს.


„დაზღვევის დროს ფაქტობრივად ორი მთავარი კრიტერიუმია გასათვალისწინებელი, რასაც სუბსიდიის მსურველი ფერმერი უნდა აკმაყოფილებდეს. ერთი არის ის, რომ ფერმერს მიწა საჯარო რეესტრში უნდა ჰქონდეს რეგისტრირებული, მეორე თვითონ ფერმერი უნდა იყოს ფერმერთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებული.


თუმცა, იმ შემთხვევაში თუ ფერმერს არ აქვს მიწა რეგისტრირებული, არც ეს წარმოადგენს პრობლემას და შეიძლება არასახელმწიფო არა სუბსიდირებული პოლისით ისარგებლოს. ამასთანავე საინტერესოა, რომ ალდაგში დაზღვევის შეთხვევაში მომხმარებელს საშუალება აქვს, რომ დაზღვევის საფასური ჩვენი პარტნიორი კრედო ბანკის უპროცენტო სესხით გადაიხადოს და სესხის თანხა შეღავათიანი პირობით, მხოლოდ მოსავლის აღების შემდეგ დაფაროს“
- აღნიშნა ივანე ბუჯიაშვილმა.


ალდაგში აგროდაზღვევის უპირატესობა კონკურენტული ფასი, ყველაზე სწრაფი ანაზღაურება და მომსახურების ხარისხია. წლების განმავლობაში ალდაგს ფერმერებისთვის 17 მილიონი ლარი აქვს ანაზღაურებული.


(R)

თეგები:
ალდაგი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up