anda - პირველი ცენტრალიზებული სატელეფონო შეკვეთების კომპანია

anda - პირველი ცენტრალიზებული სატელეფონო შეკვეთების კომპანია

access_time2020-07-15 17:00:35

მარკეტინგული კომპანია Sales Partner Group 2016 წელს დაარსდა. მის შემადგენლობაში შედის საქართველოში პირველი 24/7 აუთსორსინგული კონტაქტცენტრი K•Call, ონლაინმაღაზია Shopnow.ge და საქართველოში პირველი ცენტრალიზებული სატელეფონო შეკვეთების კომპანია anda.


„ამ კომპანიების ერთ სივრცეში არსებობა გვეხმარება, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი საქართველოს ბაზარზე ბიზნესსექტორის განვითარებას.


მოგეხსენებათ, პანდემიის პერიოდში არაერთი ბიზნესი ახალი, სრულიად უცხო ამოცანების წინაშე დადგა და მოუწიათ სტრუქტურის სრულად შეცვლა. Sales Partner Group-ის შემთხვევაში, ეს არ ყოფილა სირთულეებთან დაკავშირებული, რადგან ჩვენმა პროგრამულმა და ტექნიკურმა უზრუნველყოფამ მოგვცა საშუალება, ყოველგვარი შეფერხების გარეშე გადავსულიყავით დისტანციური მუშაობის რეჟიმზე.


ამ პერიოდში არ გვქონდა გაჩერების უფლება, პირიქით − დატვირთვა ორმაგად მოგვემატა და სწორედ ამ დროს დაიბადა ახალი კომპანიის შექმნის იდეა ‒ anda. ვინაიდან მოსახლეობას უწევდა შინ ყოფნა და ბევრ მათგანს არ ჰქონდა აპლიკაციით სარგებლობის საშუალება სასურველი პროდუქტის შესაკვეთად, გვინდოდა მათთვის გაგვემარტივებინა ეს პროცესი“,  განმარტავს  Sales Partner Group-ის დამფუძნებელი სერგო ავსაჯანიშვილი.


ახალ კომპანიას ყოველთვის ახლავს ახალი რესურსის საჭიროება. ახალი თანამშრომლების რიცხვმა 30-ს მიაღწია − როგორც კურიერების, ასევე ქოლცენტრის მიმართულებით.



anda არის ცენტრალიზებული სატელეფონო შეკვეთების კომპანია, რომელსაც ზურგს უმაგრებს გამოცდილი, K•Call-ის პროფესიონალთა გუნდი, ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფა, ამიტომ anda-ში ყველა პროცესი მაქსიმალურად სწრაფი და მოქნილია.


„პანდემიის პერიოდში გაიზარდა შეკვეთების რაოდენობა ონლაინმაღაზია Shopnow.ge-ზეც, რომელიც მაქსიმალური დატვირთვით ამუშავდა, 24 საათის განმავლობაში ასრულებს შეკვეთებს და ადამიანებს აძლევს საშუალებას, შინიდან გაუსვლელად შეუკვეთონ სასურველი პროდუქცია მთელი საქართველოს მასშტაბით.


დღესდღეობით, განსაკუთრებით კრიზისულ პირობებში, ისე, როგორც არასდროს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მომხმარებლებთან სწრაფი და ეფექტური კომუნიკაცია. შესაბამისად, ჩვენს მომსახურებაზე კიდევ უფრო იზრდება მოთხოვნა.


კომპანიის 4-წლიანი მრავალპროფილური გამოცდილება საშუალებას გვაძლევს სხვა კუთხით შევხედოთ და დავანახოთ ბიზნესებს პროცესების ოპტიმიზაციის აუცილებლობა. დღეს უკვე ქართული კომპანიებიც იაზრებენ აუთსორსინგის მნიშვნელობას და აუცილებლობას. შესაბამისად, 4 წლის განმავლობაში კომპანიაში დავნერგეთ არაერთი სიახლე, რაც ინოვაცია იყო ქართული ბაზრისთვის.


სამომავლოდ, რა თქმა უნდა, კიდევ ბევრ სიახლეს შევთავაზებთ ქართულ კომპანიებს, რაც საბოლოო ჯამში ბიზნესსექტორის განვითარებასა და ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციას შეუწყობს ხელს. შესაბამისად, დატვირთვიდან გამომდინარე, ადამიანური რესურსის დაახლოებით 15-20%-ით გაზრდა იგეგმება, როგორც K•Call-ის, ასევე Sales Partner Group-ის მიმართულებებით“,  აცხადებს სერგო ავსაჯანიშვილი.


entrepreneur.com



თეგები:
anda



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up