პოლონეთის პრეზიდენტმა ვარშავაში მყოფ აშშ-ს პრეზიდენტს უკრაინის დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. მიმართვის დროს ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ პოლონელები უკრაინის მიმართ სოლიდარულები მომავალშიც იქნებიან.
ომის დაწყების შემდეგ ყველას ეგონა, რომ უკრაინა 72 საათში დაეცემოდა,-თქვა ანჟეი დუდამ და მადლობა გადაუხადა უკრაინელ მებრძოლებს გმირობის ჩადენისთვის.
ამასთანავე, მან მადლობა მოუხადა თავისუფალ სამყაროს უკრაინის დახმარებისთვის.
გაუმარჯოს თავისუფალ უკრაინას, გაუმარჯოს პოლონეთის ალიანსს ამერიკასთან, გაუმარჯოს ნატოს, გაუმარჯოს თავისუფალ სამყაროს და გაუმარჯოს პოლონეთს,- ამ სიტყვებით მიმართა სასახლის წინ შეკრებილ ხალხს პოლონეთის პრეიზდენტმა, რომლის თქმითაც სოლიდარობის გარეშე თავისუფლება არ არსებობს.
პოლონეთის დედაქალაქში ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს ჩავიდა, მან უკრაინელების მხარდაჭერისთვის პოლონელ ხალხს მადლობა გადაუხადა.