პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პოლონეთში ჩავა. ეს განცხადება საგარეო პოლიტიკის საკითხებში პოლონეთის პრეზიდენტის მრჩეველმა, მარცინ ფშიდაჩმა პოლონურ მედიასთან გააკეთა, თუმცა მას ბაიდენის პოლონეთში ვიზიტის თარიღი არ დაუკონკრეტებია.
„ჩვენ უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დადებითად უპასუხა პრეზიდენტ დუდას მიწვევას და ჩამოვა პოლონეთში. ჩვენ ამერიკულ მხარესთან შევთანხმდით, რომ ვიზიტის თარიღს დადგენილი წესით გამოვაცხადებთ, თუმცა შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ეს მოხდება უფრო მალე, ვიდრე გვიან“, – აღნიშნა ანჯეი დუდას მრჩეველმა.