ანჯელინა ჯოლიმ ფრანგულ ღვინის ქარხანაში წილი რუს ოლიგარქს მიჰყიდა - ბრედ პიტი სასამართლოში ჩივის

ანჯელინა ჯოლიმ ფრანგულ ღვინის ქარხანაში წილი რუს ოლიგარქს მიჰყიდა - ბრედ პიტი სასამართლოში ჩივის

access_time2022-02-20 19:30:52

ბრედ პიტი ყოფილ მეუღლეს, ანჯელინა ჯოლის ფრანგული ღვინის ქარხნის წილის რუსი ბიზნესმენისთვის მიყიდვის გამო უჩივის. Reuters-ის ცნობით, Chateau Miraval-ის ღვინის ქარხანა ბრედმა და ანჯელინამ ერთად შეიძინეს, სადაც დაქორწინდნენ კიდეც.

ლოს-ანჯელესის უზენაეს სასამართლოში შეტანილ სარჩელში პიტი აცხადებს, რომ ჯოლიმ დაარღვია შეთანხმება, რის მიხედვითაც Chateau Miraval-ში თავისი წილი მეორე მხარის თანხმობის გარეშე არ უნდა გაეყიდა. ანჯელინა ჯოლიმ თავისი აქციები ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანია Stoli Group-ს მიჰყიდა, რომელსაც რუსი ოლიგარქი, იური შეფლერი აკონტროლებს.

ოსკაროსანმა წყვილმა Chateau Miraval-ში საკონტროლო პაკეტი 2008 წელს შეიძინა. ქარხანა სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში, მარსელსა და ნიცას შორის, სოფელ კორენსში მდებარეობს, სადაც წყვილი 2014 წელს დაქორწინდა.

58 წლის ბრედ პიტი სარჩელში აცხადებს, რომ მან „ფულისა და ოფლის კაპიტალი“ ჩადო, რომ Miraval, ვარდისფერი ღვინის მწარმოებლებს შორის, ყველაზე მეტად მოთხოვნად კომპანიად გადაექცია, რომლის წლიური შემოსავალი 50 მლნ დოლარს აღემატება.

მან 46 წლის ჯოლი „დაუმსახურებელი მოგების მიღებაში დაადანაშაულა, რამაც კომპანიას ზიანი მიაყენა. თავად ანჯელინა ჯოლის ადვოკატები კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.

სარჩელის თანახმად, ჯოლიმ 2021 წლის იანვარში პიტს განუცხადა, რომ „გულდამძიმებულმა მიიღო მტკივნეული გადაწყვეტილება, გაეყიდა Miraval-ის აქციები, რადგან ალკოჰოლური სასმელების ბიზნესის მფლობელი პირადი მიზეზების გამო ვეღარ იქნებოდა. საჩივარში, ასევე, ნათქვამია, რომ პიტსა და ჯოლის შორის მოლაპარაკებები ხუთი თვის შემდეგ ჩაიშალა.


Stoli Group-ში შემავალმა განყოფილება Tenute del Mondo-მ ღვინის ქარხანაში ანჯელინა ჯოლის წილის შესყიდვის შესახებ ოქტომბერში განაცხადა.

სარჩელში ბრედ პიტი, კონტრაქტის დარღვევის გამო, ზარალის ანაზღაურებას დაუზუსტებელი კომპენსაციისა და ჯარიმის სახით მოითხოვს.

ჯოლიმ პიტთან განქორწინების პროცედურა 2016 წელს დაიწყო, რაც 2019 წელს დასრულდა. მათ ექვსი შვილი ჰყავთ.

წყარო: ინტერპრესნიუსი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up