ანდრეი ბოგდანი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტიდან გაათავისუფლეს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესაბამის ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა.
როგორც Deutsche Welle წერს, ბოგდანის თანამდებობა პრეზიდენტის თანაშემწემ ანდრეი ერმაკმა დაიკავა. ბოგდანი ზელენსკის ადმინისტრაციას 2019 წლის 25 ივნისიდან ხელმძღვანელობდა. იმავე წლის აგვისტოში ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ბოგდანმა გადადგომის შესახებ განცახდება დაწერა, თუმცა პრეზიდენტმა მას ხელი არ მოაწერა.
გასული წლის 23 მაისს უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ბოგდანის დანიშვნის ფაქტზე შემოწმება დაიწყო.
პეტიციის ავტორების აზრით, ანდრეი ბოგდანის დანიშვნა ლუსტრაციის შესახებ კანონს ეწინააღმდეგება.
2010 წლამდე ანდრეი ბოგდანი იულია ტიმოშენკოს მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, შემდეგ კი ნიკოლაი აზაროვის მთავრობაში ანტიკორუფციულ პოლიტიკაში მთავრობის უფლებამოსილ პირად მუშაობდა. ხელისუფლებიდან ვიქტორ იანუკოვიჩის წასვლის შემდეგ ბოგდანი დნეპროპეტროვსკის საოლქო ადმინისტრაციაში მუშაობდა და ბიზნესმენ იგორ კოლომოისკის პირადი იურისტი იყო.
2014 წელს მიღებული „ხელისუფლების გაწმენდის შესახებ“ კანონის თანახმად, იანუკოვიჩის მმართველობის პერიოდში ჩინოვნიკებს სახელმწიფო თანამდებობების დაკავება ეკრძალებათ.
imedinews.ge