ანდრია ბასილაია: თბილისში 1000 სკვერი, 15 პარკი და 60 გამწვანებული კუნძული მოეწყო და განახლდა

ანდრია ბასილაია: თბილისში 1000 სკვერი, 15 პარკი და 60 გამწვანებული კუნძული მოეწყო და განახლდა

access_time2021-06-08 13:00:00

ბოლო სამი წლის განმავლობაში, თბილისში, 1000 სკვერი, 15 პარკი და 60 გამწვანებული კუნძული მოეწყო და განახლდა, რაც ჯამში, 100 ჰექტარია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ დღეს გარემოს დაცვის პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული პროექტების ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.


„ჩვენთვის მთავარი გამოწვევა იყო მაღალი ხარისხის მწვანე, რეკრეაციული სივრცეების მოწყობა დედაქალაქში და ამ მიმართულებით ძალიან დიდი ფრონტი გავშალეთ. შედეგი სახეზეა: სამი წლის მანძილზე მოწყო 1000 სკვერი, 15 პარკი და 60 გამწვანებული კუნძული, რაც ჯამში, 100 ჰექტარი განახლებული და მოწყობილი სივრცეა. ამან, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობასა და ცხოვრების ხარისხზე“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.


მისივე თქმით, ახალმა გენერალურმა გეგმამ თბილისს ტყე დაუბრუნა.


„გენგეგმამ დააბრუნა ტყე დედაქალაქში. როგორც მოგეხსენებათ, სატყეო ზონა არ არსებობდა. დაახლოებით 14 ათას ჰექტარს მიენიჭა სატყეო ზონის სტატუსი, რაც ყველაზე მაღალი დაცვის ფუნქციური ზონაა დედაქალაქში. ეს არის იმის გარანტი, რომ ეს მნიშვნელოვანი ფერდები შენარჩუნდება, თუმცა, ჩვენ მხოლოდ ზონირებაზე არ შევჩერდით და აქტიურად ვახორციელებდით დეგრადირებული ტყეების რესტავრაციას კუს ტბის ფერდზე, ნაძალადევში, ჟინვალის ქუჩის მიმდებარე ფერდსა და თბილისის ზღვის მიმდებარე ფერდზე. ჯამში, 20 ჰექტარზე მოეწყო ტყე იქ, სადაც ბოლო წლებში ფაქტობრივად აღარ იყო დარჩენილი მწვანე ნარგავი“, - აღნიშნა მერის მოადგილემ.


ანდრია ბასილაიამ მთაწმინდის ფერდის აღდგენაზეც ისაუბრა და ფონდ „ქართუს“ პროექტისთვის მადლობა გადაუხადა.



„როგორც იცით, ჩვენ მოსვლის დღიდან ავტეხეთ განგაშის ზარები იმასთან დაკავშირებით, რაც ხდებოდა მთაწმინდის ფერდზე. იქ არსებულმა მასშტაბმა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“, რომელიც მყისიერად ჩაერთო საქმეში“, - აღნიშნა მან.


ანდრია ბასილაიას თქმით, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის შესამცირებლად, მერიამ, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად, პარლამენტის ხელშეწყობით, შეიმუშავა ახალი რეგულაცია, რომელიც ეხება ამტვერებადი მასალების გამოყენებას სამშენებლო მოედნებზე, ასევე, მის გადაადგილებას და შენახვას. შედეგად, ჰაერში მტვრის კონცენტრაციის მაჩვენებელი დედაქალაქში მნიშვნელოვნად შემცირებულია.


მერის მოადგილის განცხადებით, კიდევ ერთი სიახლე, რომელიც ქალაქში შემოვიდა, ეხება მშენებლებისთვის დენდროლოგიური პროექტის განხორციელების აუცილებლობას, რის შედეგადაც ბოლო წლების განმავლობაში, მშენებლებმა 17 ათასამდე ძირი ხის დარგვის ვალდებულება აიღეს სხვადასხვა სამშენებლო პროექტის განხორციელების დროს. გარდა ამისა, მერიამ შეიმუშავა 50-მდე ხე-ნარგავის ნუსხა, რომელიც თბილისზეა მორგებული.


მერის მოადგილის განმარტებით, 2021 წელს გარემოს დაცვის მიზნებისთვის წინა წელთან შედარებით 2-ჯერ მეტი თანხა გამოიყო.


ამასთან, როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, დედაქალაქის ზოგიერთი მნიშვნელოვანი რეკრეაციული ზონის შენარჩუნებაში დიდი წვლილი მიუძღვით არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, რისთვის მათ მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ვაკის პარკი, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია, ანბანის სკვერი და სხვა ადგილები სწორედ მათი ბრძოლის შედეგად გადარჩა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up