ანდრია გვიდიანი: პანდემიით მიყენებული ზარალის ფონზე ადგილობროვი ექსპორტის ზრდა ეკონომიკის აღდგენის საკმაოდ სწრაფი ტემპზე მიანიშნებს

ანდრია გვიდიანი: პანდემიით მიყენებული ზარალის ფონზე ადგილობროვი ექსპორტის ზრდა ეკონომიკის აღდგენის საკმაოდ სწრაფი ტემპზე მიანიშნებს

access_time2021-08-19 13:56:11


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტი 30.7 პროცენტით გაიზარდა და 1,662.7 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. იანვარ-ივლისში ექსპორტის ზრდა ძირითადად ადგილობრივი ექსპორტის ზრდით იყო განპირობებული. ამასთან, მხოლოდ ივლისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 285.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.


ექსპორტის ზრდის ტენდენციასთან დაკავშირებით, ეკონომისტი ანდრია გვიდიანი მიიჩნევს, რომ ექსპორტის ზრდა ეკონომიკის სწრაფ აღდგენაზე მიუთითებს.



"ზოგადად, უნდა ითქვას, რომ ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურის მქონე ქვეყნისთვის ექსპორტის წახალისების პოლიტიკა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს. ექსპორტის ზრდას განსაკუთრებული როლი აქვს, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტით არის გამოხატული. რაც შეეხება უშუალოდ ივლისის მონაცემებს, უნდა ითქვას, რომ სხვა მაკროეკონომიკურ პარამეტრებთან ერთად, ექსპორტის ზრდაც საკმაოდ თვალსაჩინოა. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ კონკრეტულად ივლისის მონაცემები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 48.5 პროცენტით არის გაზრდილი, ასევე 52.4%-იანი ზრდა ფიქსირდება 2019 წლის, ანუ პანდემიამდე ანალოგიურ პერიოდთან შედარებითაც. უშუალოდ ეს გარემოება მიუთითებს, რომ ეკონომიკის აღდგენა საკმაოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ ტემპის შენარჩუნება, რათა სწრაფად შევძლოთ პანდემიით მიყენებული ზარალის აღდგენა", - განაცხადა ანდრია გვიდიანმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up