ანდრია გვიდიანი: რუსეთს კარგად აქვს გაცნობიერებული იმ სანქციების მასშტაბები, რასაც შეიძლება აშშ-მა და ევროპამ მიმართონ

ანდრია გვიდიანი: რუსეთს კარგად აქვს გაცნობიერებული იმ სანქციების მასშტაბები, რასაც შეიძლება აშშ-მა და ევროპამ მიმართონ

access_time2022-02-24 19:00:00

სანქციებთან დაკავშირებით დღევანდელ განცხადებებში პუტინი ისეთი თავდაჯერებული იყო, რომ, ჩემი აზრით, რუსეთს კარგად აქვს გაცნობიერებული იმ ეკონომიკური სანქციების მასშტაბები, რასაც შეიძლება აშშ-მა და ევროპამ მიმართონ, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში ექსპერტმა, ანდრია გვიდიანმა განაცხადა.


მისივე თქმით, მეორე მხრივ, დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს სანქციები რუსეთისთვის დამანგრეველი არ იქნება.


„SWIFT-იდან გათიშვა არ არის პანაცეა. ამას აქვს ორი მხარე. თუ რუსული ბანკები გაითიშება SWIFT-იდან, ეს პირდაპირ დაარტყამს ასევე ევროპულ კაპიტალს, იმიტომ რომ რუსული ბანკების კაპიტალის უდიდესი წილი სწორედ ევროპულ ინვესტორებზე მოდის. შესაბამისად, ეს დააზიანებს როგორც რუსულ საბანკო სექტორს, ასევე ევროპელ ინვესტორებს. რისკებს შეიცავს ისიც, რომ რუსეთმა შეიძლება გადახდების ალტერნატიული სისტემა შექმნას და ამაზე საკმაოდ მკაფიო განცხადება გაკეთდა ჩინეთის მხრიდანაც. ასე რომ, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსეთი და ჩინეთი დღეს მოკავშირეები არიან და ამ ორი ქვეყნის ურთიერთკავშირი საკმაოდ დიდი ძალაა. მართალი გითხრათ, ევროპას არ აქვს არანაირი ბერკეტი, რომ სანქციების გზით დღეს, ხვალ ან ერთი-ორი თვის განმავლობაში რუსეთის თავხედობა შეაჩეროს. ევროპამ უკვე დაიწყო თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი და რესურსები საკმაოდ გაზრდილია, მაგრამ ეს მთელი ევროპის მოხმარების მხოლოდ 12-13 პროცენტს აკმაყოფილებს. შესაბამისად, დანარჩენი ბუნებრივი აირის იმპორტის თვალსაზრისით ის დამოკიდებულია რუსეთზე. არსებობს ევროპული გეგმა, რომ 120 მლრდ კუბურ მეტრამდე შეიძლება გაიზარდოს თხევადი გაზის იმპორტი და მინიმუმამდე შემცირდეს რუსული გაზის იმპორტი, მაგრამ დღეს არ მოხდება უახლოესი თვეების განმავლობაში. ამას სჭირდება უფრო დიდი დრო“, - აცხადებს ანდრია გვიდიანი.



imedinews.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up