ანდრია გვიდიანი: საქართველოში უნდა იყოს ისეთი ტარიფი, რომელიც უზრუნველყოფს უწყვეტ და ხარისხიან ელექტრომომარაგებას

ანდრია გვიდიანი: საქართველოში უნდა იყოს ისეთი ტარიფი, რომელიც უზრუნველყოფს უწყვეტ და ხარისხიან ელექტრომომარაგებას

access_time2022-01-26 17:35:32

გასული საუკუნის 90-იანი წლების უმძიმესი გამოწვევების შემდეგ საქართველოს ენერგოსექტორმა დიდი გზა გაიარა იმ მდგომარეობამდე, სადაც დღეს ვართ და ამ გზის მთავარ ლოკომოტივად ენერგეტიკოსები სწორ სატარიფო პოლიტიკას ასახელებენ. „უფასო დენი, გაზი და წყალი!“ – ასეთი დაპირება რომ აბსურდულია და რომ ქვეყანაზე უფასო არაფერია, საზოგადოება დიდი ხანია თანხმდება. თუმცა, კვლავაც გვხვდება მოსაზრებები, რომ კომუნალური ტარიფები „უნდა განახევრდეს“.


რა არის ზოგადად ტარიფი, რა კომპონენტებისგან შედგება ის და საბოლოოდ როგორ და რომელი პრიორიტეტების საფუძველზე დგინდება, ამ თემაზე ეკონომისტ ანდრია გვიდიანს ვესაუბრეთ.


მისი თქმით, ელექტროენერგიის ტარიფი საკმაოდ კომპლექსურია და ბევრი კომპონენტისგან შედგება, საიდანაც 3 ძირითადია: ელექტროენერგიის შესყიდვა, გადაცემა-დისპეტჩერიზაცია და დისტრიბუცია. თუმცა, ბევრი სხვა კომპონენტიცაა, მათ შორის ინვესტიციები, საოპერაციო, კაპიტალური და სხვა დანახარჯები, რომლებიც აუცილებლად გასაწევია, რომ ჩვენ, მომხმარებლებმა მივიღოთ უწყვეტი ელექტროენერგია.


„ტარიფის დადგენისას მთავარი მიზანია, რომ მომხმარებელს ჰქონდეს ხარისხიან, უწყვეტ ელექტროენერგიაზე წვდომა. შესაბამისად, ის ხარჯები, რომლებიც რეალურად აქვთ კომპანიებს, სამართლიანად უნდა აისახოს ტარიფში, სატარიფო გაანგარიშებაში. აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით სემეკი საკმაოდ გამჭვირვალე ორგანიზაციაა და ის სატარიფო დაანგარიშებები, რომლებსაც სემეკი ადგენს, ყველა დაინტერესებული მხარისთვის ხელმისაწვდომია. ზოგადად, სემეკის მიზანია, ტარიფი სამართლიანი იყოს მიმწოდებელი ენერგოკომპანიებისთვის და ასევე მომხმარებლისათვის“, – ამბობს ანდრია გვიდიანი.


მისივე თქმით, ხშირად ისმის პოლიტიკოსების მხრიდან სპეკულაციური განცხადებები და დაპირებები ტარიფებთან მიმართებაში. ხშირად გამოდიან ისინი და აკრიტიკებენ სატარიფო პოლიტიკას, გაანგარიშების მეთოდოლოგიას. რეალურად, როგორც ანდრია გვიდიანი ამბობს, მათ წარმოდგენა არ აქვთ, რა კომპონენტებისგან შედგება ტარიფები, მათ შორის ელექტროენერგიის – „ასე რომ, ამ საკითხთან მიმართებაში სპეკულაციები უნდა შეწყდეს“.


ეკონომისტის აზრით, მთლიანად საზოგადოებაში ტარიფებთან დაკავშირებით კონსენსუსი უნდა შედგეს, ვინაიდან ეს ტარიფი არის ის თანხა, რითაც ჩვენ ვაფინანსებთ ენერგეტიკის სექტორს.



„აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ, საზოგადოებას გვაქვს ამბიცია და სურვილი, გვქონდეს განვითარებული ენერგეტიკა და ხარისხიანი მომსახურება, ამ ყველაფერს თავისი ფასი აქვს. ამიტომ, აუცილებელია, ამ ხარისხიან ელექტრომომარაგებაში გადავიხადოთ სათანადო თანხა. ტარიფი არ დგინდება ერთი კონკრეტული კომპანიის გამდიდრებისთვის, ამით ჩვენ ვაფინანსებთ ჩვენს ენერგეტიკას და ტარიფის სახით რამდენსაც გადაიხდის მოსახლეობა ამ მომსახურებაში, ზუსტად ადეკვატურ ხარისხსა და უწყვეტობას მიიღებს ელექტრომომარაგებაში“, – აცხადებს ანდრია გვიდიანი.


ეკონომისტი იმასაც აღნიშნავს, რომ შუა აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის, ელექტროენერგიის ტარიფის სიმცირით საქართველო მესამე ადგილზეა, უკრაინისა და სომხეთის შემდეგ, რომლებიც ატომური ელექტროსადგურებიდან საზრდოობენ საკმაოდ იაფი ენერგიით.


„ჩვენ უნდა გამოვიდეთ იმ სტერეოტიპებიდან, რომ თითქოს რაღაც შეიძლება იყოს ხარისხიანი და უფასო, ან ხარისხიანი და იაფი. მაგალითად, გასული საუკუნის 90-იან წლებში მოსახლეობა პრაქტიკულად არ იხდიდა ელექტროენერგიის საფასურს და შესაბამისად, არც გვქონდა დენი. ჩვენ უნდა დავანგრიოთ საბჭოური სტერეოტიპები, რომ თითქოს რაღაც აბსტრაქტული წარმონაქმნი გვიხდიდა დენის, კვების, სწავლის და სხვა მომსახურებებისა და პროდუქტების ფულს. ბევრი მოწოდება გვესმის დღეს, რომ ამ ქვეყანაში იაფი უნდა იყოს ენერგომომარაგება, მაგრამ არგუმენტებით ეს მოწოდებები არ არის გამყარებული და აბსოლუტურად პოპულისტურად ჟღერს. რატომ და როგორ უნდა იყოს იაფი ელექტრომომარაგება, ამას ამ მოწოდების ავტორები ვერ ასაბუთებენ. ამდენად, მენტალიტეტის და არასწორი მოლოდინების გამო გვაქვს ენერგეტიკაში ის პრობლემები, რაც გვაქვს“, – აცხადებს ანდრია გვიდიანი.


თბილისელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიაზე დღეს მოქმედი ტარიფები, მოხმარების საფეხურებრივად კვტ.სთ-ზე დღგ-ს ჩათვლით 18,041 თეთრიდან 26,537 თეთრამდე მერყეობს.



არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლები კი 1 კვტ.სთ-ში დღგ-ს ჩათვლით 27,370 თეთრიდან 32,931 თეთრამდე იხდიან.


 


აღნიშნული ტარიფები 2020 წლის დეკემბერში დადგინდა და 2021 წლის პირველი იანვრიდან  შევიდა ძალაში.


(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up